AVG Anti-Virus
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| AVG Anti-Virus | |
|---|---|
| მწარმოებელი | AVG Technologies |
| ბოლო გამოშვება | 9.0.704 / 16 ოქტომბერი 2009 |
| ოს | Windows, ლინუქსი, FreeBSD |
| ჟანრი | ანტივირუსი |
| საიტი | www.avg.com |
AVG Anti-Virus ჩეხური ანტივირუსული პროგრამაა, რომელიც შექმნილია კომპანია GriSoft-ის მიერ. დღეისათვის გამოდის პროგრამის ორი ვარიანტი - ფასიანი და უფასო.
ასევე პროგრამის ორი ვარიანტი არსებობს ოპერატიული სისტემის მიხედვით - გამოდის პროგრამა როგორც Microsoft Windows-ისთვის და Windows NT-ისთვის, ისევე ლინუქსისთვის და FreeBSD-ისთვის.
ანტივირუსულ პროგრამასთან ერთად GriSoft ასევე უშვებს სხვადასხვა პროგრამებს, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერის დასაცავად:
- AVG Internet Security, რომლის შემადგენლობაშიც შედის AVG Anti-Virus, Anti-Spyware და Firewall
- AVG Anti-Malware
- AVG Anti-Virus plus Firewall
- AVG Anti-Spyware
ასევე გამოდის პროგრამის ვერსია სერვერებისთვის:
- AVG File Server Edition
- AVG Email Server Edition