ALRV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ALRV ტორონტოში, სპადინას გამზირზე

ALRV სახსროვანი მსუბუქი სარელსო სატრანსპორტო საშუალება,–ტრამვაის ვაგონის ტიპი, რომელსაც ამჟამად ტორონტოს სატრანსპორტო კომიტეტი კანადაში, ტორონტოში იყენებს. ALRV არის CLRV-ის ძარას დაგრძელებული ვერსია. მისი პირველი, საცდელი, პანტოგრაფიანი ვაგონი 1982 წელს აიგო. მოგვიანებით იგი UTDC-ს დაუბრუნდა, ხოლო 1987 წელს ნაწილებად დაშალეს. ვაგონები აგებულია ორი კონტრაქტორის მიერ,–გერმანული MAN-ის მიერ დამზადდა ურიკები და სახსრები, ხოლო სხვა სამუშაოები UTDC-ს (UTDC მოგვიანებით Bombardier-მა შეიერთა) მიერ შესრულდა. ეს ვაგონები აღჭურვილია კომპანია Westinghouse Air Brake Company-ის წარმოების პნევმატური მუხრუჭებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია[რედაქტირება]

  • მწარმოებელი: Urban Transportation Development Corporation (UTDC)
  • წარმოების წლები: 1987-1989
  • აგებული ვაგონების რაოდენობა: 52

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება]

  • სიგრძე: 23 მ
  • წონა: 36,745 ტ
  • კარების რაოდენობა: 3
  • ლიანდაგის სიგანე: 1495 მმ
  • მაქსიმალური სიჩქარე: 110 კმ/სთ
  • აჩქარება: 1,2 მ/წმ2
  • შენელება: 1,6 მ/წმ2
  • შენელება სწრაფი დამუხრუჭებისას: 3,13 მ/წმ2
  • ჯამური სიმძლავრე: 4 x 65 kW
  • ძაბვა: 600 V
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ALRV&oldid=2432908“-დან