AH-64 Apache

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
AH-64 Apache
AH-64 Apache 060224.jpg
აშშ-ის AH-64 Apache ერაყში 2006 წლის 24 თებერვალს აშშ-ის ჯარისკაცებისთვის საჰაერო მხარდაჭერისას
ფუნქცია მოიერიშე შვეულმფრენი
წარმოება Hughes Helicopters
McDonnell Douglas
Boeing Defense, Space & Security
პირველი გაფრენა 30 სექტემბერი, 1975[1]
წარდგენა 1984[2]
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის არმია
წარმოების წელი 1983–დღემდე
რაოდენობა 1,174 2010 წლის თებერვლის მდგომარეობით[3]
ღირებულება 15.4 მილიონი აშშ-ის დოლარი (2007)[3]
ვარიანტები AgustaWestland Apache

AH-64 Apache — ორ ძრავიანი მოიერიშე შვეულმფრენი ოთხ ბოლოიანი პროპელერით, შებრუნებული განლაგების სამთვლიანი დასაჯდომი მექანიზმით და კაბინის ტანდემით რამდენიმე ან ორ კაციანი ეკიპაჟისთვის. Apache ჩამოყალიბდა როგორც Model 77 Hughes Helicopters-ის მიერ აშშ-ის არმიის პროგრამის მოწინავე ტექნოლოგიების შემტევი შვეულმფრენის ფარგლებში AH-1 Cobra-ს შესაცვლელად. AH-64-ს გააჩნია ცხვირზე დამონტაჟებული სენსორული სისტემა სამიზნის აღმოჩენისთვის და ღამის ხედვის მოწყობილობა. შვეულმფრენი შეიარაღებულია 30 მილიმეტრიანი კალიბრის M230 ტყვიამფრქვევით, ოთხ სამაგრზე დამაგრებული AGM-114 Hellfire და Hydra 70 სარაკეტო მოწყობილობებით, რომლებიც განთავსებულია ციცქნა ფრთების პილონებზე. AH-64-ს აქვს ასევე სათვითმფრინავო სისტემების ორმაგი და სამმაგი რეზერვი, რაც ზრდის შვეულმფრენისა და მისი ეკიპაჟის გადარჩენის უნარს, ასევე პილოტების გადარჩენის ალბათობას ავარიისას.

1976 წელს აშშ-ის არმიამ AH-64 ამჯობინა Bell YAH-63-ს და წინასაწარმოო ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან Hughes Helicopters, რომელიც ითვალისწინებდა კიდევ ორი შვეულმფრენის წარმოებას მათთვის. 1982 წელს არმიამ გააფორმა კონტრაქტი მთლიან პროდუქციაზე. შვეულმფრენის წარმოება და განვითარება განაგრძო კომპანიამ McDonnell Douglas, მას მერე რაც შეიძინა Hughes Helicopters კორპორაციისგან Summa Corporation 1984 წელს. შვეულმფრენის AH-64D Apache Longbow პირველი პროდუქცია, ძლიერ განახლებული ვერსია ორიგინალთან შედარებით, ექსპლუატაციაში შევიდა 1997 წლის მარტში აშშ-ის არმიაში. AH-64-ის წარმოება გააგრძელა კომპანიამ Boeing Defense, Space & Security; ათას ცალზე მეტი ეგზემპლარი იქნა გამოშვებული დღევანდელ დღემდე.

AH-64-ის ძირითადი მომხმარებელი აშშ-ის არმიაა, თუმცა იგი წარმოადგენს მთავარ შემტევ შვეულმფრენს კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის, რომლებშიაც მოხდა მისი ექსპორტირება, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, იაპონია და ნიდერლანდები. აშშ-ის AH-64-ები მონაწილეობდნენ რამდენიმე კონფლიქტში: პანამაში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში და ერაყში. ისრაელი აქტიურად იყენებს Apache-ებს სამხედრო კონფლიქტებში ლიბანთან და ღაზის სექტორში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Boeing Marks 25th Anniversary of Apache First Flight Sept. 30. Boeing (2 ოქტომბერი 2000).
  2. Top 10: Helicopters - AH-64D Apache. Discovery Channel. youtube.com (8 მაისი 2007).
  3. 3.0 3.1 Boeing AH-64 Apache. Jane's All the World's Aircraft. Jane's Information Group, 2010. subscription article, 1 თებერვალი 2010.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=AH-64_Apache&oldid=2383840“-დან