a-ha
ვიკიპედიიდან
| a-ha | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ||
| ჟანრი/ები | სინტპოპი ახალი ტალღა პოპ როკი პოსტ-როკი (კარიერის ბოლო წლებში) |
|
| აქტიური | 1982-1994, 1998-დღემდე | |
| ლეიბლი/ები | WEA, Universal | |
| ვებგვერდი | www.a-ha.com | |
| წევრები | ||
| მორტენ ჰარკეტი მაგნე ფურუჰოლმენი პოლ ვააკტაარ-სავოი |
||
a-ha გრემის ჯილდოზე ნომინირებული ჯგუფია ნორვეგიიდან. ის ნორვეგიის საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფია 78 მილიონი გაყიდული ალბომითა სინგლით მსოფლიოს გარშემო (თითქმის თექვსმეტჯერ ნორვეგიის მოსახლეობა). ბენდმა პოპულარობა 1980-იანებში მოიპოვა, თუმცა კვლავ აქტუალური რჩებოდა 1990-იანებსა და 2000-იანებში. ტრიო, შედგენილი ვოკალისტ მორტენ ჰარკეტის, გიტარისტ პოლ ვააკტაარ-სავოის (1994 წელს ქორწინებამდე პოლ ვააკტაარი), და კიბორდისტ მაგნე ფურუჰოლმენისგან, 1982 წელს ჩმოყალიბდა და ლონდონში ჩავიდა მუსიკალური კარიერის დასაწყებად. მათ მუსიკოსის, პროდიუსერის და მომავალში მათი მენეჯერის ჯონ რატკლიფის სტუდია აირჩიეს, იმიტომ რომ იქ კოსმოსური დამპყრობლების სათამაშო აპარატი იდგა. სახელი "a-ha" მათი ადრეული სიმღერიდანაა აღებული ("Nothing To It"). რამოდენიმე ლექსიკონის შემოწმების შემდეგ სხვადასხვა ენებზე, მათ აღმოაჩინეს რომ "a-ha" რაღაცის ამოცნობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა პოზიტიური მხრით. ის მოკლე, ადვილად გამოსათქმელი და არა ჩველულებრივი იყო.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბენდის წევრები
- მორტენ ჰარკეტი - ვოკალი (1982-94; 1998-დღემდე)
- მაგნე ფურუჰოლმენი - კიბორდი(1982-94; 1998-დღემდე)
- პოლ ვააკტაარ-სავოი - გიტარა (1982-94; 1998-დღემდე)
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] "Take on Me" და "Hunting High and Low"
"Take on Me" პირველი სიმღერა იყო, როდესაც მორტენ ჰარკეტმა მაგნე ფურუჰოლმენსდა პოლ ვააკტაარ-სავოის მოუმინა. მაშიმ ამ სიმღერას "Lesson One" ერქვა. რამოდენიმე გადაწერის და ორი ჩაშლილი რელიზის შემდეგ, "Take On Me" 1985 წელს ჰიტად იქცა ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს. სიმღერის პირველი რელიზს1984 წელს დიდი წარმატება არ მოუტანია, მაგრამ მოგვიანებით პროდიუსერ ალან ტარნის მიერ სიმღერის რამოდენიმე რემიქსის გაკეთების შემდეგ, ის მსოფლიოს მასშტაბით 1.5 მილიონიანირაჟით გაიყიდა ერთ კვირაში. საბოლოოდ მსოფლიოს გარშემო სინგლის "Take on Me" 7-9 მილიონი ასლი გაიყიდა; პიკის დროს მან აშშ-ს ილბორდის ცხელ ასეულში 1-ლი და გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში მე-2 ადგილი დაიკავა. ამერიკაში გაყიდვებს ძალიან დაეხმარა მუსიკლალური ვიდეო, რომელიც ნახევრად სკეჩურ ანიმაციას შეიცავდა და ტრილერის ტიპის ისტორიას მოგვითხრობდა. 1986 წლის MTV VMA-ზე "Take on Me"-მ ექვს კატეგორიაში გაიმარჯვა. ის ასევე ნომინირებული იყო წლის საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაზე 1986 წლის ამერიკის მუსიკალურ დაჯილდოებაზე.
"Take on Me"-ს მომდევნო სინგლი "The Sun Always Shines on T.V." იყო. აშშ-ში, სიმღერა პიკის დროს მმეოცე ადგილზე იყო ბილბორდის ცხელ 100-ეულში და მეჩვიდმეტე ადგილს მიაღწია Radio & Records-ის საეთერო ჩარტში. ამას გარდა, სიმღერაზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა 1986 წლის MTV VMA-ზე.
a-ha-ს ამერიკულმა წარმატებამ კულმინაციას 1986 წელს გრემის ჯილდოზე წარდგენით მიაღწია საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაზე, რომელშიც საბოლოოდ შადემ გაიმარჯვა.
"The Sun Always Shines on TV" a-ha-ს უკანასკნელი სინგლის აღმოჩნდა ბილბორდის ტოპ 40 სინგლის ჩარტში, და დღესდღეობით ჯგუფი შეერთებულ შტატებში ხალხს ძირითადად სიმღერა "Take on Me"-ს უდიდესი წარმატების გამო ახსოვს. ამის გამო, იქ a-ha-ს ერთი ჰიტის ჯგუფად მიიჩნევენ. გაერთიანებულ სამეფოში (და დანარჩენი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში) ისტორია განსხვავებული იყო: "The Sun Always Shines on TV" მის წინამობედ "Take on Me"-ზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა ბრიტანელ ფანებს შორის, და პირველ ადგილებზეც დაფიქსირდა.
1985 წლის ალბომი Hunting High and Low, რომელიც "Take on Me"-ის და "The Sun Always Shines on TV,"-ს შეიცავდა, მსოფლიო ბესთსელერი გახდა. აშშ-ში ის მილიონზე მეტი ასლით გაიყიდა და პლატინის სერტიფიკაცია მიიღო RIAA-სგან. 2005 წლის მონაცემებით, ალბომი 8 მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული.
[რედაქტირება] პირველი ფაზა (1986-1994)
a-ha-ს მეორე სტუდიური ალბომი Scoundrel Days 1986 წელს გამოვიდა და ჯგუფის სინტპოპიდან ალტერნატიული როკისკენ გადახრა აჩვენა, რადგან სინტპოპი მოდიდან გადიოდა. 1987 წელს, მათ ჯეიმს ბონდის მორიგი სერიისთვის, The Living Daylights, ძირითადი სათემო საუნდტრეკი შექმნეს. Stay on These Roads-მა (1988) მის წინამორბედებზე უფრო არათანმიმდევრული მიმოხილვები მიიღო. მიუხედავად გაყიდვების კატასტროფული ვარდნისა, მომდევნო რამოდენიმე წლებში, a-ha-მ კიდევ ორი ალბომი ჩაწერა, East of the Sun, West of the Moon (1990) და Memorial Beach (1993). East of the Sun, West of the Moon-ის გარეკანი he Everly Brothers-ის 1963 წლის სინგლის "Crying in the Rain"-ის გარეკანის ქავერ ვერსია იყო.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
[რედაქტირება] სტუდიური ალბომები
| წელი | ალბომი | ლეიბლი |
|---|---|---|
| 1985 | Hunting High and Low | Warner Bros. Records |
| 1986 | Scoundrel Days | |
| 1988 | Stay on These Roads | |
| 1990 | East of the Sun, West of the Moon | |
| 1993 | Memorial Beach | |
| 2000 | Minor Earth Major Sky | |
| 2002 | Lifelines | |
| 2005 | Analogue | Universal Music Group |
| 2009 | Foot of the Mountain |

