A-10 Thunderbolt II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A-10 Thunderbolt II
ფუნქცია მოიერიშე, საჰაერო მხარდამჭერი ახლო მანძილზე
წარმოება Fairchild-Republic
კონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი
პირველი გაფრენა 10 მაისი, 1972
წარდგენა მარტი, 1997
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა 716[1]
ღირებულება 11.8 მილიონი აშშ-ის დოლარი (საშუალოდ, 1994)[2]

A-10 Thunderbolt IIამერიკული ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, სწორ ფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც განავითარა კომპანიამ Fairchild-Republic ადრეულ 1970-იანებში. A-10 დაპროექტებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მოთხოვნილებების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა საჰაერო მხარდაჭერას ახლო მანძილზე (CAS), თავდასხმას ტანკებზე, დაჯავშნულ საბრძოლო მანქანებზე და სხვა სახმელეთო მიზნებზე. ეს იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო თვითმფრინავი, დაპროექტებული ექსკლუზიურად საჰაერო მხარდაჭერისთვის ახლო მანძილიდან.[3]

A-10–მა პირველი გაფრენა განახორციელა 10 მაისს, 1972 წელს. შეიარაღებაში მიიღეს 1976 წლის მარტში სრულყოფილად გამოშვებულია 716 ერთეული თვითმფრინავი. აღჭურვილია 2 х General Electric TF34-GE-100A ძრავით, რომელსაც (ორივეს ერთად) 4112 ც.ხ.ძ აქვს. შეიარაღებაში აქვს 1 х 30 მმ–იანი ქვემეხი GAU-8 Avenger 1350 ჭურვის მარაგით. სხვა შეიარაღება: BLU-1, BLU-27/B Rockeye II, AGM-65 Maverick, AIM-9 Sidewinder, LAU-68 Hydra, GBU-10 Paveway II, GBU-12 Paveway II. მისი დაპროექტებისას აქცენტი გაკეთდა გადარჩენის უნარიანობაზე, როგორც ძირითადი პრიორიტეტზე; გააჩნია დამცავი საშუალებები, რომელთა წყალობითაც თვითმფრინავი ახერხებს ფრენას მნიშვნელოვანი დაზიანებებითაც კი.

A-10-ის ოფიციალური სახელი მომდინარეობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამანადგურებლის სახელწოდებიდან: Republic P-47 Thunderbolt, თვითმფრინავი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა საჰაერო მხარდაჭერაში ახლო მანძილიდან. A-10 ცნობილია ასევე მეტსახელით Warthog ან უბრალოდ Hog.[4] როგორც მეორადი მისია, იგი ასრულებს საჰაერო სივრცის წინასწარ კონტროლს, რაც საშუალებას აძლევს სხვა თვითმფრინავებს, ზუსტად გაანადგურონ სახმელეთო სამიზნეები. ამ ამოცანის, როგორც ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად დაპროექტებული A-10-ებს ეწოდება OA-10.[5] აშშ ამ მოიერიშე თვითმფრინავის შეიარაღებაში დატოვებას და წარმოებას 2025 წლამდე აპირებს.

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამეტრი მნიშვნელობა საზომი ერთეული
ეკიპაჟი 1 კაცი
კრეისერული სიჩქარე 560 კილომეტრი საათში
მაქსიმალური სიჩქარე 706 კილომეტრი საათში
საბრძოლო რადიუსი 460 კილომეტრი
ფრენის მანძილი 2000 კილომეტრი
პრაქტიკული სიმაღლე 13472 მეტრი
საბრძოლო სიმაღლე 7620 მეტრი
სიგრძე 16.26 მეტრი
სიმაღლე 4.47 მეტრი
ფრთის გაქანი 17.53 მეტრი
ფრთების ფართობი 47.01 მეტრი კვადრატში
თვითმფრინავის წონა 11321 კილოგრამი
მაქსიმალური დატვირთვა 23000 კილოგრამი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jenkins (1998), გვ. 42
  2. Operation Desert Storm: Evaluation of the Air Campaign, GAO/NSIAD-97-134 Appendix IV. დაარქივებული 2008-02-20 საიტზე Wayback Machine. U.S. General Accounting Office, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები, 12 ივნისი, 1997. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2010.
  3. GAO-07-415: Tactical Aircraft, DOD Needs a Joint and Integrated Investment Strategy დაარქივებული 2010-06-14 საიტზე Wayback Machine. (PDF ვერსია)[მკვდარი ბმული]. US Government Accountability Office, აპრილი, 2007. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი, 2010.
  4. Jenkins (1998), გვ.4, უკანა მხარე
  5. Jenkins (1998), გვ. 63