4G

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

4G არის მეოთხე თაობის საკომუნიკაცო სისტემის შემოკლება (Fourth-Generation Communications System). ეს ტერმინი გამოიყენება უკაბელო კომუნიკაციების მომდევნო სახის აღსანიშნად. ქსელის საშუალებით შესაძლებელია ხმის, ფაილების და ე.წ. მობილური ტელევიზიის გადაცემა. მესამე თაობისგან განსხვავებით, სიჩქარე გაცილებით მაღალია. 100 მბიტ/წმ დან 1 გბიტ/წმ მდე. 100 მბიტ/წმ გარანტირებული სიჩქარეა მაღალი სიჩქარით მგზავრობის შემთხვევაშიც კი. თუ თქვენ გაჩერებული ხართ ერთ ადგილას, სიჩქარემ შესაძლოა გიგაბიტს მიაღწიოს. შესაბამისად ტექნოლოგია საშუალებას იძლევა განხორციელდეს ოპერაციები, რომელიც მაღალ სიჩქარეს მოითხოვს. მაგალითად შესაძლებელია Online რეჟიმში HDTV ხარისხის გამოსახულების ყურება, ვიდეოკონფერენციის მოწყობა და სხვა. მესამე თაობასთან შედარებით ტექნოლოგია დაახლოებით 500-ჯერ სწრაფ კავშირს ითვალისწინებს. მისი საშუალებით საუკეთესო ხარისხის სრულმეტრაჟიანი ფილმის ინტერნეტიდან გადმოწერა შესაძლებელია 1 წუთში, ხოლო ნორმალური ხარისხისა კი 10 წამში. ამაში მდგომარეობს ამ ტექნოლოგიის უპირატესობა. სხვა ფუნქციებს რაც შეეხება, ეს უკვე ტელეფონის მწარმოებელზეა დამოკიდებული.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=4G&oldid=2485406“-დან