49 მილის პანორამული გზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გზის ნიშანი

49 მილის პანორამული გზა (ინგლ. 49-Mile Scenic Drive, ასევე 49-Mile Drive) სან-ფრანცისკოსა და მის შემოგარენში ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიული ადგილებზე გადის.

გზა 1938 წლის 14 სექტემბერს გაიხსნა 1939 წლის გოლდენ-გეიტის საერთაშორისო ექსპოზიციისთვის და იმ დროისთვის ახალგახსნილი გოლდენ-გეიტ ბრიჯისა და ბეი ბრიჯის ხედებს უწევდა პოპულარიზაციას. გზა ტრეჟერ აილენდზე სრულდებოდა.

გზა ლურჯი და თეთრი მიმართულების ნიშნებითაა აღნიშნული. ამჟამად ის ჰეიეს სტრიტისა და ვან-ნეს ავენუეს გადაკვეთაზე იწყება, ქალაქის მერიასთან.