26 მაისის მოედანი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
26 მაისის მოედანი. ხედი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან

26 მაისის მოედანიმოედანი თბილისში (ვაკე-საბურთალოს რაიონი), მ. კოსტავას ქუჩისა და კ. გამსახურდიას გამზირის შერწყმის ადგილი. მოედანს ასევე ერთვის ტყვარჩელის, ვ. დოლიძისა და მ. ბალანჩივაძის ქუჩები. გაშენდა 1950-იან წლებში და ორჯონიკიძის სახელი ეწოდა. იმ დროს თბილისში ყველაზე დიდი ფართობის მოედანს წარმოადგენდა. დღევანდელი სახელწოდება 1991 წ. მიენიჭა. მოედანმა რამდენადმე იცვალა სახე 2000-იან წლებში სასტუმრო „აჭარის“ კომპლექსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელოვანი ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]