2003 წლის პაპანაქება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2003 წელს დაფიქსირებული ტემპერატურის ანომალია (მუქი ფერით აღნიშნულია ტემპერატურის ანომალიის ცენტრები)

2003 წლის პაპანაქებაXXI საუკუნეში მომხდარი ცხელი ზაფხული, რომელიც ფართოდ შეეხო ევროპის ქვეყნებს. პაპანაქება გლობალური დათბობის დამამტკიცებელი ნიშანი იყო. იგი ძლიერად მოედო ევროპის კონტინენტის სამხრეთ ნაწილს. პაპანაქებამ უმთავრესად მოიცვა საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდი, პორტუგალია, გერმანია, ესპანეთი და შვეიცარია. სიცხე იმდენად ძლიერი იყო, რომ პაპანაქება მაღალმთიან შვეიცარიასაც კი შეეხო.

საშინელი აუტანელი სიცხეები დაფიქსირდა საფრანგეთში. პაპანაქებამ იქამდე მიაღწია, რომ საფრანგეთში ასობით ადამიანი გაუსაძლისი ბუნებრივი პირობების გამო დაიღუპა. სწორედ საფრანგეთი გახდა ევროპაში ყველაზე მასობრივი და აუტანელი სიცხის მატარებელი ქვეყანა. საფრანგეთში აუტანელი სიცხის გამო 14,802 კაცი დაიღუპა. პაპანაქება ქვეყნის დიდ ნაწილს შეეხო, ჩრდილში ტემპერატურა თითქმის 40 გრადუსს უახლოვდებოდა, ხოლო მზეზე ტემპერატურა 40 გრადუსს საგრძნობლად სცდებოდა. განვითარებული მოვლენების გამო საფრანგეთის ბევრ ადგილას გამოცხადდა მეტეოროლოგიური განგაში.

გერმანიაში ტემპერატურის რეკორდულმა მაჩვენებელმა 40.4 °C მიაღწია (ბავარია). აუტანელმა სიცხემ ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა (იყო მსხვერპლიც). შვეიცარიაში ყინულების მასიური დნობა დაიწყო. ამავე პერიოდში შვეიცარიაში დაფიქსირდა მაქსიმალური ტემპერატურა 41.5 °C. ტემპერატურის რეკორდი აღინიშნა გრონოს კომუნაში.

მაღალი ტემპერატურები აღინიშნებოდა ესპანეთშიც. იყო მსხვერპლი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ხერონაში მან 38.8 °C შეადგინა; მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდა:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]