2С1
| ბულგარეთის სამხედრო აღლუმზე | |
| 2S1 | |
|---|---|
| კლასიფიკაცია | თვითმავალი საარტილერიო დანადგარი |
| საბრძოლო წონა, ტ | 26 |
| ეკიპაჟი, კაცი | 4 ადამიანი |
| ისტორია | |
| გამოშვების წელი(წლები) | ? |
| ექსპლუატაციის წელი(წლები) | დღემდე |
| ზომები | |
| კორპუსის სიგრძე , მმ | 7,62 |
| კორპუსის სიგანე, მმ | 2.85 |
| სიმაღლე, მმ | 2,73 |
| ჯავშანი | |
| ჯავშნის ტიპი | 20მმ მსუბუქი ჯავშანი |
| შეიარაღება | |
| ტყვიამფრქვევები | არ აქ |
| სხვა შეიარაღება | 122მმ 2A18 მაქს.სიშორე 21,9 |
| მობილურობა | |
| ძრავის ტიპი | დიზელის YaMZ-238N ტიპის ძრავა |
| ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 500 |
| გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 60 |
| ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 500 |
2ს1 გვოზდიკა (რუსულად 2С1 Гвоздика) — საბჭოთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი შექმნილია მსუბუქ ამფიბიურ გამწევ მანქანა МТ-ЛБ -ის ბაზაზე. ქვემეხად კი აქვს 122მმ D-30. 2С1 შექმნილია GRAU-ს მიერ.
სექციების სია |
კონსტრუქცია [რედაქტირება]
თვითმავალი ჰაუბიცა 2C1 აგებულია თანამედროვე თვითმავალი არტილერიისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სქემით - წინა ნაწილში განლაგებულია მართვისა და ძრავა-ტრანსმისიული განყოფილებები. საბრძოლო განყოფილება კორპუსის შუა და ბოლო ნაწილებშია მოთავსებული. ამავე ნაწილში დაყენებულია დაჯავშნული კოშკურა საარტილერიო შეიარაღებით. ეკიპაჟი ოთხი ადამიანისგან შედგება. მძღოლი-მექანიკოსი იმყოფება მართვის განყოფილებაში; მეთაური, დამმიზნებელი და გადამტენი იმყოფებიან კოშკურაში. ჰაუბიცის კორპუსი და კოშკურა ერთმანეთთან შედუღებული ჯავშნიანი ფოლადის ფილებისგან არის აწყობილი. ჯავშანი იცავს ხელის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან. ასევე - მცირე სიმძლავრის ნაღმებისგან. სროლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა სახის ჭურვი, რომელიც შედის ჰაუბიცა Д-30 -ის საბრძოლო კომპლექტში: მსხვრევადი, მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური, კვამლის, მანათობელი ჭურვები.
ისტორია [რედაქტირება]
პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1969 წელს ხოლო წითელი არმიის შეიარაღებაში მიიღეს 1970 წელს,თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პირველად გამოჩნდა პოლონეთის სამხედრო აღლუმზე 1974 წელს.დასავლეთში 2С1-ს M1974 უწოდეს.თვითმავალი საარტილერიო დანადგარის წარმოება მიმდინარეობდა პოლონეთში,ბულგარეთსა და რუსეთში.
საარტილერიო დანადგარის დადებითი და უარყოფითი მხარეები [რედაქტირება]
2С1-ის უპირველესი ნაკლი იყო მისი სუსტი ჯავშანი, ხშირად ჭურვის მოხვედრის შემდეგ ეკიპაჟი ყველა წევრი იღუპებოდა. ასევე ძალიან დაბალი არის მისი ამფიბიური შესაძლებლობები, თუმცა ეფექტურია თოვლში და ჭაობებიან ადგილებში.
ვარიანტები [რედაქტირება]
საბჭოთა კავშირი
UR-77 "Meteorit" - გამნაღმელ ტრალებიანი მოდიფიკაცია
RKhM-K - სამეთაურო ვარიანტი
პოლონეთი
2S1M - გაძლიერებული ამფიბიური საკიდრებით
2S1T Goździk - გაუმჯობესებული ვარიანტი რომელსაც გაძლიერებული აქვს ცეცხლის მართვის სისტემა,ასევე დამატებული აქ რადიოები,ჯიპიესი
Rak carrier - მას ჰქონდა 120მმ ნაღმდყორცნი რომელიც იყო 2S1-ის შასზე
LPG (LPG for Lekkie Podwozie Gąsiennicowe – Light Tracked Chassis) = 2S1 Goździk გადაეთებული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანად,მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი ასევე შეცვალეს ძრავა და დააყენეს ახალი გერმანული მტუ-ს
რუმინეთი
Model 89 - მოდიფიცირებული ვარიანტი რომელსაც კორპუსი ჰქონდა MLI-84 - ის მსგავსი
ირანი
Raad-1 - ირანელების მიერ მოდიფიცირებული ვარიანტი რომელსაც ჰქონდა Boragh დეტალებით გამოყენებული კორპუსი
ბულგარეთი
BMP-23 (bojna mashina na pekhotata) - მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი და მის მაგივრად დაყენებული ჰქონდა 23მმ 2A14 ტიპის ქვემეხი ასევე ტანკს საწინააღმდეგო მალიუტკა
BMP-23D - დამატებული ჰქონდა კვამლის ყუმბარები და 9K111 "Fagot" - ი
BRM-23 - სადაზვერო მოდიფიკაცია
BMP-30 - მისი შეიარაღება ჰქონდა ბმპ-2ის ქვემეხი.ესეთი ქვეთთასაბრძოლო მანქანა მხოლოდ 10 ცალი აიგო
სუდანი
Abu Fatma - ლიცენზირებული კოპიო
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- http://www.svsm.org/gallery/2S1 (სურათები)
სტატიის