12 კეისარის ცხოვრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

12 კეისარის ცხოვრება - De Vita XII Caesarumგაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის დღემდე თითქმის სრულად მოღწეული ერთადერთი ნაშრომი.

ამ ნაშრომში მოცემულია იულიუს კეისარის და რომის 11 იმპერატორის (ოქტავიანე ავგუსტუსი, ტიბერიუსი, კალიგულა, კლავდიუსი, ნერონი, გალბა, ოტონი, ვიტელიუსი, ვესპასიანე, ტიტუსი, დომიციანე) ბიოგრაფიები.

ხელნაწერის დასაწყისი სამწუხაროდ დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისარის წარმოშობა და დაბადება. სვეტონიუსი თავის ნაშრომში არ იცავს ქრონოლოგიას. ყველა ბიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად: ძალაუფლების მიღწევამდე, მმართველობა, პირადი ცხოვრება, სიკვდილი და დასაფლავება. პირველ და უკანასკნელ ნაწილში იგი ასე თუ ისე იცავს ქრონოლოგიას, ხოლო მმართველობასა და [პირად ცხოვრებაში იგი მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალს გვაძლევს, რომლებიც მოცემულ პირივნებას ჯერ დადებითან შემდეგ კი უარყოფითად ახასიათებს. იგი არ ცდილობს გააკეთოს ანალიზი, განსჯა მკითხველისთვის არის მინდობილი.

ეს ნაშრომი სვეტონიუსმა მიუძღვნა თავის მეგობარს, პრეტორიანელთა პრეფექტს, გაიუს სეპტიციუს კლარუსს 119 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]