112 (საქართველო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
112
112 logo.jpg
„112“ — გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი
დევიზი

როცა წამები გადამწყვეტია...

დაარსების თარიღი

2012

ტიპი

სსიპ

მიზანი/მიმართულება

მოსახლეობისათვის მაღალი დონის და მარტივად ხელმისაწვდომი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

ადგილმდებარეობა

თბილისი, საქართველო

ოფიციალური ენები

ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული,
რუსული

მთავარი ორგანო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

112 — გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც შეიქმნა 2012 წელს.

ისტორია[რედაქტირება]

გადაუდებელი დახმარების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2012 წელს შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –„112“.

„112“ არის ერთიანი, 24–საათიანი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით.

1–1–2–ის, როგორც გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის ამოქმედებამდე, საქართველოში არსებობდა გადაუდებელი დახმარების სამი დამოუკიდებელი ნომერი: სახანძრო–სამაშველო – 111; საპატრულო პოლიცია – 122; სასწრაფო–სამედიცინო დახმარება – 113.

„112“–ის, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი ცენტრის ამოქმედებას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • არსებული რამდენიმე ნომრის ნაცვლად ერთი ნომერი
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობის მაღალი ხარისხი
  • ერთიანი ელექტრონული სისტემა
  • ინფორმაციის შენახვის და ანალიზის შესაძლებლობა
  • საგანგებო სამსახურების ეკიპაჟების მონიტორინგის შესაძლებლობა
  • მეტი კომფორტი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტებისათვის
  • ცნობადი ნომერი ევროპის მასშტაბით

მიზანი და ფუნქციები[რედაქტირება]

„112“-ის მიზანია უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობით მოსახლეობისათვის მაღალი დონის და მარტივად ხელმისაწვდომი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

„112“ საქართველოში მოქმედი სამი საგანგებო სამსახურის მართვის ცენტრს აერთიანებს:

  • სახანძრო–სამაშველო
  • საპატრულო პოლიცია
  • სასწრაფო-სამედიცინო დახმარება

„112“ ასევე დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების მართვას.

„112“–ის ძირითადი ფუნქციებია:

  • გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შეფასება
  • გადაუდებელი დახმარების შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • გადაუდებელი დახმარების მართვის მიზნით უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა
  • გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებში მოქმედების წესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
  • მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება]

  • მისამართი: ქ. თბილისი, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა
  • ტელ: (+995 32) 2 41 96 77; (+995 32) 2 41 96 88

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]