(Meet) The Flintstones
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| „(Meet) The Flintstones“ | ||
|---|---|---|
| სინგლის ყდა | ||
| სინგლი, შემსრულებელი - The B-52s | ||
| ალბომიდან The Flintstones: Music From Bedrock | ||
| B-მხარე | (Meet) The Flintstones (Barney's Edit) | |
| გამოსვლის თარიღი | 14 მაისი 1994 | |
| ფორმატი | 7", კომპაქტ დისკი | |
| ხანგრძლივობა | 2:24 | |
| ლეიბლი | Reprise | |
| The B-52s - სინგლების ქრონოლოგია | ||
| "Hot Pants Explosion" (1993) |
"(Meet) The Flintstones" (1994) |
"Debbie" (1998) |
"(Meet) The Flintstones" — ჯგუფის The B.C. 52's სიმღერა ფილმიდან ფლინტსტოუნები. ეს ჯგუფი სინამდვილეში არის The B-52s-ის სახელწოდების შეცვლილი ვერსია. სინგლი შეტანილია ალბომ-საუნდტრეკში The Flintstones: Music From Bedrock.
ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში სიმღერა მოხვდა #33 პოზიციაზე. ეს იყო ჯგუფის ყველაზე დიდი წარმატება ’ბილბორდში’. (Meet) The Flintstones ასევე ითვლება კოლექტივის ბრიტანეთში რიგით მეორე წარმატებულ სინგლად (პირველია "Love Shack").
სიმღერის ვიდეოკლიპში ჯგუფის წევრები ჩაცმულები არიან, როგორც სერიალის ფლინტსტოუნები პერსონაჟები. კლიპში ასევე გამოყენებულია კადრები 1994 წლის ფილმიდან ფლინტსტოუნები.
ჩარტები[რედაქტირება]
| ჩარტი | პოზიცია |
|---|---|
| ბრიტანული სინგლები | 3 |
| ბილბორდის ცხელი ასეული | 33 |
| ბილბორდის საცეკვაო ჩარტი | 3 |