ჰუსაინიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუნისის სამეფოს გერბი

ჰუსაინიდებიტუნისის გამგებლების (ბეების) დინასტია (1705-1957 წწ.) დააარსა ჰუსაინ ბენ ალიმ, ბერძნული წარმოშობის თურქმა ოფიცერმა. 1705-1881 წლებში ჰუსაინიდები ფორმალურად აღიარებდნენ, რომ ოსმალეთის იმპერიის ვასალები იყვნენ, ფაქტობრივად კი ქვეყანას დამოუკიდებლად განაგებდნენ. საფრანგეთის პროტექტორატის დროს (1881-1956 წწ.) რეალური ხელისუფლება დაკარგეს. ტუნისის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1956 წ.) ჰუსაინიდების დინასტია დაემხო (1957 წლის 25 ივლისი), ტუნისი რესპუბლიკად გამოცხადდა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]