ვილჰელმ ჰუმბოლდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰუმბოლდტი, ვილჰელმ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰუმბოლდტი.
ვილჰელმ ჰუმბოლდტი

ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ ჰუმბოლდტი (დ. 22 ივნისი, 1767, პოტსდამი — გ. 8 აპრილი, 1835, ტეგელი, ბერლინთან) — გერმანელი ენათმეცნიერი, ესთეტიკოსი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე. ბერლინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენის ფილოსოფიის ფუძემდებელი, 1801-1810 წლებში იყო პრუსიის რეზიდენტი პაპის კარზე; სარწმუნოებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი. მისი მოღვაწეობა აღინიშნა დაწებით სკოლაში ი. პესტალოცის მეთოდების შემოღებით, პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის გარდაქმნით. საშინაო საქმეთა ერთ-ერთი მინისტრი (1819). ეკლესიის გამგებლობას ჩამოაშორა სკოლა. მის ფილოსოფიურ-ისტორიულ შეხედულებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურას, როგორც ორგანულ მთლიანობას და ისტორიაში მოქმედ ხალხთა „სულს“. ჰუმბოლდტმა საფუძვლიანად იცოდა მრავალი კონკრეტული ენა, მისთვის დამახასიათებულია ენებისადმი ინდექციური მიდგომა. ჰუმბოლდტის ძირითადი ნაშრომია „ადამიანური ენების აგებულების სხვადასხვაობისა და კაცობრიობის გონითს განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ“, რომელიც სამტომიანი გამოკვლევის („კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე“, 1836, 1838, 1839) შესავალს წარმოადგენს.

ჰუმბოლდტის მიერ წამოყენებულ იდეებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. ასეთებია: საკომუნიკაციო და ექსპრესიული ფუნქციების აღიარება და ამასთან დაკავშირებით ენის ფიზიკური მხარის მნიშვნელობის გახაზვა; ენაში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების დაპირისპირება; ენის მიჩნევა სისტემად; ენის აღიარება არა მზამზარეულ წარმონაქმნად (ergon), არამედ წარმოქმნად. შემოქმედებად (energeia) და სხვა. ჰუმბოლდტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენათა მორფოლოგიის კლასიფიკაციის დამუშავებაში. ჰუმბოლდტის თეორიის ზოგიერთ დებულებას ემყარება თანამედროვე ენათმეცნიერების 2 მიმდინარეობა: ნეოჰუმბოლდტიანელობა ევროპაში (ლ. ვაისგერბერი და სხვ.) და ეთნოლინგვისტიკა აშშ-ში (ედ. სეპირი, ბ. უორფი და სხვ.)

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sokrates und Platon über die Gottheit. 1787–1790
  • Humboldt. On the Limits of State Action დაარქივებული 2012-10-20 საიტზე Wayback Machine. , first seen in 1792. Ideen zu einem Versuch, die Grenzen der Wirksamkeit des Staates zu bestimmen, page ii. Published by E. Trewendt, 1851 (German)
  • Über den Geschlechtsunterschied. 1794
  • Über männliche und weibliche Form. 1795
  • Plan einer vergleichenden Anthropologie. 1797.
  • Das achtzehnte Jahrhundert. 1797.
  • Ästhetische Versuche I. - Über Goethe's Hermann und Dorothea. 1799.
  • Latium und Hellas (1806)
  • Geschichte des Verfalls und Untergangs der griechischen Freistaaten. 1807–1808.
  • Pindars "Olympische Oden". Translation from Greek, 1816.
  • Aischylos' "Agamemnon". Translation from Greek, 1816.
  • Über das vergleichende Sprachstudium in Beziehung auf die verschiedenen Epochen der Sprachentwicklung. 1820.
  • Über die Aufgabe des Geschichtsschreibers. 1821.
  • Prüfung der Untersuchungen über die Urbewohner Hispaniens vermittelst der vaskischen Sprache. 1821.
  • Über die Entstehung der grammatischen Formen und ihren Einfluss auf die Ideenentwicklung. 1822.
  • Über die Buchstabenschrift und ihren Zusammenhang mit dem Sprachbau. 1824.
  • Über die unter dem Namen Bhagavad-Gita bekannte Episode des Maha-Bhárata. 1826.
  • Über den Dualis. 1827.
  • Über die Sprache der Südseeinseln. 1828.
  • Über Schiller und den Gang seiner Geistesentwicklung. 1830.
  • Rezension von Goethes Zweitem römischem Aufenthalt. 1830.
  • Über die Verschiedenheit des menschlichen Sprachbaus und ihren Einfluss auf die geistige Entwicklung des Menschengeschlechts. 1836.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძენიძე თ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 696.
  • Tilman Borsche, Wilhelm von Humboldt, München, Beck, 1990. ISBN 3-406-33218-8.
  • Marina Lalatta Costerbosa, Ragione e tradizione: il pensiero giuridico ed etico-politico di Wilhelm von Humboldt, Milano, Giuffrè, 2000. ISBN, 88-14-08219-7.
  • Iñaki Zabaleta Gorrotxategi: W. von Humboldts Forschungen über die baskische Nation und Sprache und ihre Bedeutung für seine Anthropologie. Köln, 1998. (dissertation)
  • Realino Marra, La ragione e il caso. Il processo costituente nel realismo storico di Wilhelm von Humboldt, «Materiali per una storia della cultura giuridica», XXXII-2, 2002, pp. 453–64.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: