ჰუმბოლდტის მუზეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაქიოზავრის ჩონჩხი

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. შემოკლებით Naturkundemuseum), მუზეუმი ბერლინში, რომელიც 25 მილიონზე მეტ ზოოლოგიურ, პალეონტოლოგიურ და მინეროლოგიურ სახეობას მოიცავს. განსაკუთრებით განთქმულია ორი უნიკალური გამოფენით: მსოფლიოში უდიდესი დინოზავრის ინსტალაციითა და დღემდე ცნობილი უძველესი ფრინველი არქეოპტერიქსის ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშით.

ამჟამად გერმანიის უდიდესი ბუნების ისტორიის მუზეუმი 1810 წელს დაარსდა. მისი კოლექციები მოიცავს ობიექტებს სამ ძირითად სფეროში: პალეონტოლოგიაში, მინერალოგიაში და ზოოლოგიაში. მუზეუმის მინერალების კოლექცია 1700 წლით თარიღდება, რომელიც მას პრუსიის აკადემიამ უბოძა. სხვა მნიშვნელოვან გამოფენათა შორისაა მინერალების კოლექცია, რომელშიც მსოფლიოს მინერალთა 75% სახოებებია წარმოდგენილი, მეტეორების დიდი კოლექცია, მსოფლიოშუ უდიდესი ქარვის ნატეხი და მისთ.




Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: