ჰუკის კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუკის კანონი

ჰუკის კანონი — ფიზიკური კანონი რომელიც გამოხატავს წრფივ დამოკიდებულებას დრეკად სხეულზე მოდებულ ძაბვებსა და მასში აღძრული დეფორმაციების მახასიათებელ სიდიდეებს შორის. დაადგინა რ. ჰუკმა 1660 წელს.

უმარტივესი შემთხვევისათვის, როდესაც ხდება ღეროს გაჭიმვა ან შეკუმშვა, შემდეგი ფორმით: ცილინდრული ღეროს აბსოლუტური წაგრძელება (შემოკლება) პირდაპირ პროპორციიულია გამჭიმი (მკუმშავი) ძალისა.

სადაც . [ არის ღეროს საწყისი სიგრძე, — მისი განაკვეთის ფართობი, ხოლო — გრძივი დრეკადობის მოდული, რომელიც ნივთიერების მექანიკური მახასიათებელია (მუდმივაა)]. უფრო მოსახერხებელია ჰუკის კანონის ჩაწერა ასეთი სახით:

სადაც არის ნორმალური ძაბვა ღეროს განაკვეთში, ხოლო — ღეროს ფარდობითი წაგრძელება (შემოკლება).

ძვრის დეფორმაციის დროს ჰუკის კანონი ჩაიწერება შემდეგი სახით:

; არის მხები ძაბვა, — ფარდობითი ძვრა, ხოლო — ე.წ. ძვრის მოდული. ძვრის დროს მხები ძაბვა ფარდობითი ძვრის პირდაპირპროპორციულია.

განზოგადებული ჰუკის კანონი ამტკიცებს, რომ წერტილში დაძაბული მდგომარეობის განმსაზღვრელი 6 სიდიდე წრფივად გამოისახება ამ წერტილის მახლობლად დეფორმაციის განმსაზღვრელი 6 სიდიდის მეშვეობით. ამ თანაფარდობებში შემავალ პროპორციულობის კოეფიციენტებს დრეკადობის მოდულებს უწოდებენ.

როდესაც რომელიმე ძაბვა (ან დეფორმაცია) აღწევს მოცემული მასალისათვის დამახასიათებელ ზღვრულ მნიშვნელობებს, ჰუკის კანონი აღარ სრულდება და სხეული გადადის დრეკად-პლასტიკურ მდგომარეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]