ჟან ანტუან ჰუდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰუდონი, ჟან ანტუან)
ჟან ანტუან ჰუდონი

ჟან ანტუან ჰუდონი, უდონი (ფრანგ. Jean-Antoine Houdon; დ. 20 მარტი, 1741, ვერსალი — გ. 15 ივლისი, 1828, პარიზი) — ფრანგი მოქანდაკე. ევროპის პორტრეტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1764–1768 იყო საფრანგეთის აკადემიის პენსიონერი რომში, სადაც გაიტაცა ანტიკურმა ხელოვნებამ და ანატომიამ. სახელი გაუთქვა ქანდაკებამ „დიანა“ (1776, თაბაშირი, გოთის სასახლის მუზეუმი, გერმანია), რომელშიც მოდელის არისტოკრატიული დახვეწილობა ერწყმის მკაცრ კლასიცისტურ ფორმებს. შემდომში შექმნა პორტრეტების სერია ჟან-ჟაკ რუსო (1878, თაბაშირი, სამხატვრო მუზეუმი, შვერინი), ბოსტონი ფრანკლინი (1776), ონორე გაბრიელ მირაბო (1791, ორივე ტერაკოტა, ლუვრი, პარიზი). ვოლტერის ბიუსტი (1776) და ქანდაკება (1781, მარმარილო, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ჰუდონის პორტრეტებისათვის ნიშანდობლივია ფსიქოლოგიური დახასიათების მრავალმხრივობა და სიმახვილე, ფორმის ცოცხალი ძერწვა, სილუეტის სიცხადე, ექსპრესიულობა. მეტი ლაკონურობითა და ბუნებრივობით ხასიათდება ბავშვებისა და ქალების სახეები („მეუღლის პორტრეტი“, 1787, თაბაშირი, ლუვრი, პარიზი და სხვ.). 1805–1823 წლებში ჰუდონი ასწავლიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]