ჰუგლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჰუგლი (ბენგალ. হুগলী) — მდინარე განგის განშტოება ინდოეთში, ბენგალის შტატში. მისი სიგრძე 260 კმ-ია. განგს გამოეყოფა ფარაკის დამბით, მურშიდაბადის რაიონში. მდინარეზე გაშენებულია ქალაქები — ჰუგლი-ჩინსურა და კალკუტა. სანაოსნოა, ერწყმის ბენგალის ყურეს, სადაც წარმოქმნის ესტუარს. წვიმიან სეზონში, მდინარის წყლის დონე 3 მეტამდე იმატებს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Hugli River at NASA Earth Observatory
- Hooghly District Information