ჰოტუ მატუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოტუ მატუააღდგომის კუნძულის ლეგენდარული პირველმოსახლე და მმართველი (არიკი მანუ). ჰოტუ მატუა და ორი კანოეთი მასთან ერთად მოსული კოლონიზატორები პოლინეზიელები იყვნენ, ამჟამად უცნობი ჰივას მიწიდან (სავარაუდოდ მარკიზის კუძნულები). ისინი ანაკენას პლაჟზე გადმოსხდნენ და მთელს კუნძულს მოედვნენ. შემდეგში, კუნძული მისი ვაჟების შთამომავალმა კლანებმა დაიყვეს და ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ პოლინეზიური სამკუთხედის სამხრეთ-აღმოსავლეთ წერტილში, მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ აღდგომის კუნძულზე.

პოლინეზიელები რაპანუიზე (შემდეგში დაერქვა აღდგომის კუნძული) პირველად 300-800 წლებს შორის მოვიდნენ. ასე მეტყველებს კუნძულის ზეპირი გადმოცემები, რომლებიც ასახულია ლეგენდებში. ამავე პერიოდზე მიუთითებს კუნძულის დასახლებას ლინგვისტური, ყვავილის მტვრის და სხვა ანალიზები. ამ პერიოდში პოლინეზიელები მასიურად აწამროებდნენ წყნარი ოკეანის კუნძულების კოლონიზაციას. ჰიტუ მატუა თავის ხალხს ჰივადან გაუძღვა; როდესაც ლინგვისტური ანალიზით რაპანუის ენას სხვა პოლინეზიურ ენებთან ადარებენ, მიდიან მოსაზრებამდე, რომ ეს მიწა სავარაუდოდ მარკიზის კუნძულები უნდა ყოფილიყო.

ლეგენდა[რედაქტირება]

ანაკენას პლაჟი, რომელსაც ჰოტუ მატუა თავის ხალხთან ერთად მოადგა

როგორც ამბობენ, ჰაუ-მაკამ ნახა სიზმარი, სადაც მისმა სულმა შორეულ ქვეყნებში იმოგზაურა, რათა მეფე ჰოტუ მატუასთვის ახალი მიწა მოეძებნა. სულმა მოინახულა მატა კი ტე რანგი (ცისკენ მომზირალი თვალები). კუნძულს ასევე ეძახდნენ „ტე პიტო ო ტე ჰენუას“, რაც „დედამიწის ცენტრს“ ნიშნავს. დღეს ორივე მათგანზე მიიჩნევენ, რომ ისინი აღდგომის კუნძული იყო.

როდესაც ჰაუ-მაკამ გაიღვიძა, მან ნანახის შესახებ მეფეს უამბო. მაშინ მეფემ შვიდ კაცს უბრძანა მასთან ერთად დაეტოვებინათ ჰივა და ახალი მიწის საძებნელად წასულიყვნენ. როდესაც მათ მიწა იპოვეს, უკან დაბრუნდნენ, მაგრამ მეფე კიდევ უფრო მეტი ხალხი მასთან ერთად კვლავ გაემგზავრა ახალ კუნძულზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]