ჰორტუს დელიციარუმი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერად ფონ ლანდსბერგისეული „სიამენი ბაღისანი “-დან სეპტემ-არტეს-ლიბერალესი (Septem-artes-liberales) (დაახლ. 1180 წელი)

ჰორტუს დელიციარუმი (ლათინურად Hortus Deliciarum) არის ენციკლოპედიის მსგავსი საზოგადო ცნობარი ჰერად ფონ ლანდსბერგისა (Herrad von Landsberg), იმავე ჰერად ფონ ჰოენბურგისა (Herrad von Hohenburg). ეს პიროვნება ცნობილია აგრეთვე სხვა სახელებითაც; ჰერადის ლანდსბერგენსისი (Herradis Landsbergensis), აბატი ქალი ფონ ჰოენბურგი (Äbtissin von Hohenburg), ჰერად ლანდსპერგი (Herrad von Landsperg).

ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელით მოხსენიებული ამ პიროვნების მხოლოდ გარდაცვალების თარიღია ცნობილი – 1195 წელი.

პირველი ენციკლოპედია შედგენილია ქალის მიერ, რომელიც 1167-1195 წლებში ჰოენბურგის მონასტრის აბატი უნდა ყოფილიყო ოდილიენბურგზე (ელზასი).

ჰერად ფონ ლანდსბერგს ეს ენციკლოპედია შეუდგენია 1175-1195 წლებში. ჰორტუს დელიციარუმი (Hortus Deliciarum) ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „ბაღი სინატიფეთანი“, ან „სიამენი ბაღისანი“. ენციკლოპედიის ლათინური სახელწოდების გარდა, არსებობს მისი გერმანული თარგმანი, რომელიც ასე ჟღერს: „Garten der Köstlichkeiten“. სიტყვა Köstlichkeiten (მრ.რ.) კი ქართულში აღნიშნავს: სინატიფენი, სიამენი.

ლათინურ ენაზე შექმნილი ეს ენციკლოპედია, რომელიც 350 მინიატურას მოიცავს, ასახავს წიგნის შექმნის დროისათვის არსებულ თეოლოგიურ და პროფანურ ცოდნას საეკლესიო წესით მცხოვრებ ქალთათვის.

წიგნის ორიგინალი 1870 წელს გერმანია-საფრანგეთის ომის დროს განადგურდა, სადაც 1723 წლიდან სტრასბურგში ინახებოდა; დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ გვიან გადაწერილი ასლები, მათ შორის ლამის ორიგინალივით ღირებული 1818 წელს შესრულებული ფაქსიმილე.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • (გერმანული) Otto Gillen: Ikonographische Studien zum Hortus deliciarum der Herrad von Landsberg. (= Kunstwissenschaftliche Studien; Bd. 9). Dt. Kunstverlag, Berlin 1931 (zugl. Dissertation, Universität Kiel)
  • (გერმანული) Heinrich Reumont: Die deutschen Glossen im Hortus Deliciarum der Herrad von Landsberg. Reumont, Metz 1900 (zugl. Dissertation, Universität Straßburg 1899)
  • (გერმანული) Hans-Georg Rott, Georg Wild (Hrsg.): Hortus deliciarum. Der „Wonnen-Garten“ der Herrad von Landsberg. Eine elsässische Bilderhandschrift aus dem 12. Jahrhundert. Braun, Mühlhausen/Elsass 1944
  • (გერმანული) Maria Heinsius: Der Paradiesgarten der Herrad von Landsberg : ein Zeugnis mittelalterlicher Kultur- und Geistesgeschichte im Elsass. Paris ; Freiburg im Breisgau: Alsatia Verl., 1968.
  • (გერმანული) Heike Willeke: Ordo und Ethos im Hortus Deliciarum. Das Bild-Text-Programm des Hohenburger Codex zwischen kontemplativ-spekulativer Weltschau und konkret-pragmatischer Handlungsorientierung. Dissertation, Universität Hamburg 2004 (Volltext)
  • (ინგლისური) Green, R., (ED.) The Hortus Deliciarum of Herrad of Hohenbourg (Landsberg, 1176-96). (Studies of the Warburg Institute, volume 36 ) A Reconstruction by Rosalie Green, Michael Evans, Christine Bischoff, and Michael Curschmann. With contributions by T. Julian Brown and Kenneth Levy. Under the direction of Rosalie Green. 2 folio-sized vols. Warburg Institute /E.J. Brill, 1979, Volume 1 360 illustrations on plates; Volume 2 : texts and many more illustrations of which several full-page plates in fine colours, in addition to 168 facsimile plates of the original manuscript.
  • (ფრანგული) Simone Schultz (et al.), Hortus Deliciarum : le plus beau trésor d'Alsace, Coprur, Strasbourg, 2004, 108 p. ISBN 2-84208-134-x
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე