ჰორსენსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ჰორსენსი (დან. Horsens) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჰორსენსის მუნიციპალიტეტის ცენტრი. 2012 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 54 450 ადამიანს შეადგენს, მთლიანი მუნიციპალიტეტის კი 83 598-ს. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს მიეკუთვნება.[1]
ქალაქი გაშენებულია ჰორსენს-ფიორდის ნაპირზე. გარს ერტყმის ტიპური მორენული ლანდშაფტი პატარა ბორცვებითა და მყინვარული ხეობებით, რომლებიც უკანასკნელი გამყინვარების ხანაში ჩამოყალიბდა. ჰორსენსი ქალაქ ორჰუსიდან 50 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, ვაილედან 30 კმ-ით ჩრდილოეთით, კოპენჰაგენამდე მანძილი კი დაახლოებით 200 კმ-ია.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The Municipality of Horsens (In Danish and English)
- Horsens city official tourist website (In Danish/English)
- Horsens New Theatre (In Danish)
- The European Medieval Festival in Horsens (In Danish and English)
- Denmark's Industrial Museum (In Danish, English and German)