ჰორმონული რეგულაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰორმონული რეგულაციაცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის ცხოველმოქმედების რეგულაცია, რომელიც ჰორმონებით ხორციელდება. ორგანიზმის შინაგანი მოქმედებისა და თვითრეგულაციის ერთ-ერთი სისტემა. მჭიდროდაა დაკავშირებული ცალკეული ორგანოებისა და მთელი ორგანიზმის ფუნქციების რეგულაციისა და კოორდინაციის ნერვულ და ჰუმორულ სისტემებთან. ჰორმენების ერთი ჯგუფი მოქმედებს გარკვეულ ე. წ. სამიზნე ორგანოებზე, ხოლო მეორე ჯგუფი — მთელ ორგანიზმზე. მაგალითად, თიროქსინი მოქმედებს უმთავრესად ფარისებრ ჯირკვალზე, ხოლო ინსულინი — ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლაზე. ამა თუ იმ ჰორმონის სიჭარბე ან შემცირება იწვევს მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ მოშლილობას (ბაზედოვის დაავადება, მიქსედემა, დიაბეტი). ჰორმონული რეგულაცია აღინიშნება მცენარეებშიც რომელიც ფიტოჰორმონების სახელითაა ცნობილი. ჰორმონები მონაწილეობენ ორგანიზმის გენეტიკური სისტემის ფუნქციონირების რეგულაციაშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]