მაგიური ობიექტები (ჰარი პოტერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰორკრუქსი)

აქ წარმოდგენილია მაგიური ობიექტების სია, ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჰარი პოტერის რომანების სერიიდან.

ჰორკრუქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარი პოტერის წიგნების სერიის მიხედვით ჰორკრუქსი შავი მაგიის ნაწილია. ის იქმნება უკვდავების შესაძენად. იგი არის სულის ნაწილი, შენახული რაიმე ნივთში. ჰორკრუქსის შექმნა შესაძლებელია სულის გახლეჩით, თუმცა დარჩენილი ნაწილი ძალზედ მყიფე ხდება.

სულის კვლავ აღდგენა შესაძლებელია მონანიებით, თუმცა ამან შეიძლება გამანადგურებელი ტკივილი მიაყენოს სულის პატრონს. მისი განადგურება შესაძლებელია გამანადგურებელი ძალის მქონე ნივთით. ამის შემდეგ ჰორკრუქსი ვეღარ აღდგება.

სანამ იგი მთელია, მას აქვს უნარი მის ახლოს მყოფ ჯადოქარში გადავიდეს და მას დაეუფლოს, თუნდაც მასში მიძინებული ბოროტი ჯადოქარი აღადგინოს. ჰორკრუქსს ადამიანის საპირისპირო ბუნება აქვს. თუ ადამიანის სხეულის განადგურების შემდეგ სული მაინც ხელუხლებელი რჩება, ჰორკრუქსის სხეულის (ნივთის) განადგურების შემდეგ ის ნადგურდება. იმისათვის, რომ ადამიანმა იგი შეიყვაროს, ის მზადდება ფასდაუდებელი ნივთისაგან.

ჰორკრუქსების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდ ვოლდემორის ჰორკრუქსებია:

ჰორკრუქსები
ვისი მკვლელობით შეიქმნა ადგილსამყოფელი გაანადგურა განადგურდა შენიშვნები
მერვოლოს ბეჭედი ტომ რიდლი (უფროსი) გონტების სახლში ალბუს დამბლდორმა გოდრიკ გრიფინდორის ხმლით ვოლდემორმა შექმნა ეს ჰორკრუქსი ისე, რომ არ იცოდა თუ სიკვდილის ქვა იყო, მეორე სიკვდილის სამი საჩუქრიდან
ტომ რიდლის დღიური მტირალა მირტლი ლუციუს მალფოისთან ჰარი პოტერმა ბასილისკოს ეშვით ლუციუს მალფოიმ გადასცა ეს დღიური ჯინი უისლის, რათა მას ხელმეორედ გაეხსნა საიდუმლო ოთახი, ისე რომ არ იცოდა ჰორკრუქსი თუ იყო
ჰელგა ჰაფლეპაფის თასი ჰეპზიბა სმიტი გრინგოსტის ბანკში (ბელატრისა ლესტრეინჯის აკლდამაში) ჰერმიონ გრეინჯერმა ბასილისკოს ეშვით მოპარულ იქნა ჰეპზიბა სმიტისგან სლიზერინის მედალიონთან ერთად
სლიზერინის მედალიონი მაგლი მაწანწალის გამოქვაბულში რონ უისლიმ გოდრიკ გრიფინდორის ხმლით ჰეპზიბასგან მოპარული, შემდეგ რეგულუს არქტურუს ბლეკმა განადგურების მიზნით მოიპარა გამოქვაბულიდან
რეივენქლოს დიადემა ალბანელი გლეხის ჰოგვორტსში მიშველე ოთახში ჰარი პოტერმა გეენათი იპოვა ჰარი პოტერმა მაგრამ ჯოჯოხეთის ცეცხლის შელოცვით გაანადგურა ჰარი პოტერმა
ჰარი პოტერი - - ვოლდემორი სიკვდილის წყევლით როდესაც ვოლდემორმა სცადა ჰარი პოტერის მოკვლა, მისი სულის ნაწილი უახლოეს ცოცხალ ორგანიზმში, ჰარის სხეულში ჩასახლდა
ნაგინი ბერტა ჯორკინსის ვოლდემორთან ნევილ ლონგბოტომმა გოდრიკ გრიფინდორის ხმლით გველი-ჰორკრუქსი, რაც საკმაოდ სარისკო იყო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]