ჰომო ერექტუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰომო ერექტუსი. ადრეული ადამიანი, რომელმაც ცეცხლის გამოყენება ისწავლა.

ჰომო ერექტუსი – „წელში გამართული ადამიანი“. პრეისტორიული პერიოდის ადამიანის სახეობა, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 1 მლნ. წლის წინ. მათი ნარჩენები აღმოჩენილია ჩინეთის დედაქალაქ პეკინის მახლობლად. ჰომო ერექტუსები წელში გამართულები დადიოდნენ და შრომის იარაღებსაც იყენებდნენ. გარდა ამისა, ისინი გასათბობად ცეცხლს იყენებდნენ, რაც მათ შედარებით ცივ კლიმატში ცხოვრების საშუალებას აძლევდა. ჰომო ერექტუსების სახეობას მიაკუთვნებენ პრეისტორიული ხანის ადამიანებს – მზიასა და ზეზვას, რომელთა ნაშთები 16- კბილიანი ქვედა ყბის და 2 თავის ქალას (ქალისა და მამაკაცის) სახით 1999 წლის 24 ივლისს აღმოაჩინეს ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა დმანისის ნაქალაქარში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]