ჰოლანდიის ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანგების შეტევა 1672 წელს

ჰოლანდიის ომი, საფრანგეთ-ჰოლანდიის ომი (1672–78) (ფრანგ. La Guerre de Hollande; ნიდ: Hollandse Oorlog) — მიმდინარეობდა კოლაიციურ სახელმწიფოებს შორის, ერთის მხრივ საფრანგეთის სამეფოს ხოლო მეორეს მხრივ ნიდერლანდის რესპუბლიკის მეთაურობით. ომის ინიციატორი იყო საფრანგეთი (უკმაყოფილი 1667-1668 წლების დევოლუციური ომის შედეგებით). ანტიჰოლანდიურ კავშირში საფრანგეთს მიემხრნენ: ინგლისი (1670 წ.) და შვედეთის იმპერია (1672 წ.) მიუნსტერის სათავადო-საეპისკოპოსო და კიოლნის არქიეპარქია. რესპუბლიკის მხარეს იბრძოდნენ ბრანდენბურგი და ესპანეთი.

1672 წელს ინგლისმა დაიწყო ომი ზღვაზე, საფრანგეთმა - ხმელეთზე. საფრანგეთის არმიას ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი სარდლები (ანრი ტიურენი, პრინცი კონდე და სხვ.), მათ დაიპყრეს ძლიერი ჰოლანდიური ციხესიმაგრეები და შეიჭრნენ ქვეყნის სიღრმეში. საფრანგეთის ჯარების შეჩერება შესაძლებელი გახდა რაბების გახსნით. ჰოლანდიის შეიარაღებულ ძალებს სათავეში ედგა უილიამ III ორანელი. ანტიფრანგული კოალიციის შექმნამ (1673-1674 წწ.), ინგლისის გამოსვლამ (1674 წ.) ომიდან, საფრანგეთის ჯარების წარუმატებლობამ მდინარე რაინზე და ბრანდენბურგის ჯარების გამარჯვებამ პომერანიაში შვედებზე, აგრეთვე სახალხო აჯანყების ტალღამ საფრანგეთში აიძულეს ლუი XIV დათანხმებულიყო ზავზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]