ჰოკს-ბეის რეგიონი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | ნეიპირი |
| მშპ (2003) | 4,3 მლრდ აშშ დოლარი |
| მოსახლეობა (2012) | 155 000 კაცი |
| სიმჭიდროვე | 11 კაცი/კმ² |
| ფართობი | 14 111 კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Hawke's Bay (region) | |
ჰოკს-ბეის რეგიონი (ინგლ. Hawke's Bay, მაორ. Heretaunga) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. საქვეყნოდ აღიარებულია მსოფლიოში მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინოებით. რეგიონული საბჭო განთავსებულია ქალაქ ნეიპირსა და ჰეისტინგსში. სახელი მომდინარეობს ჰოკის უბისგან, რომელსაც ეს სახელი კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა უწოდა ადმირალ ჰოკის პატივსაცემად.
რეგიონი მოიცავს გორაკ-ბორცვიან სანაპირო ტერიტორიას, ჰოკის უბის ირგვლივ.
სექციების სია |
ეკონომიკა [რედაქტირება]
2003 წელს, რეგიონის მშპ 4,3 მლრდ აშშ დოლარი იყო, ახალი ზელანდიის მშპ-ის 3%.[1]
ღვინო [რედაქტირება]
XIX საუკუნის შუა წლებში, მისიონერებმა ვაზის პირველი ნერგები დარგეს. დღეისათვის კი ჰოკს-ბეის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წითელი ღვინოების წარმოებაში.[2] 2010 წლის მონაცემებით, რეგიონში ფუნქციონირებდა 74 ღვინის ქარხანა.[3]
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Food and Wine Destinations
- Official Hawke's Bay Tourism Portal
- Official Newcomers website - free information service for newcomers to Hawke's Bay
- Hastings District Council website
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). წაკითხვის თარიღი: 18 February 2010.
- ↑ The-Wine-Library Short Description of wine in Hawkes Bay
- ↑ [1] List of Wineries in Hawke's Bay, New Zealand