ჰოვგორდენის რუნიკული ქვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვის წინასახე.

ჰოვგორდენის რუნიკული ქვა — (შვედ. Karlevistenen) — რუნიკული ქვა ჰოვგორდენში კუნძულ ადელსიოზე, მელარენის ტბა უპლანდში, შვედეთი. პროექტ Rundata-ს კლასიფიკაციის მიხედვით, ქვას ნომერი U 11 აქვს მინიჭებული. ქვის წარწერა დათარიღებულია XI საუკუნით.

აღწერილობა[რედაქტირება]

ქვას რთული დიზაინი აქვს, ტექსტი სერპანტინითაა განლაგებული. ტექსტი ხელმოწერილი არ არის და შესრულებულია Pr4 სტილში, რაც ხასიათდება ნახატში მჭიდროდ ჩაწნული, წვრილი სტილიზებული ცხოველებით. ცხოველთა თავები პროფილშია შესრულებული, წვრილი ნუშისებრი თვალებითა და ზეაწეული ნესტოებითა და კისრებზე წანაზარდებით. ქვა ეძღვნება ტოლირსა და მის ცოლ გიულს. ტოლირი ბრუტი იყო, ანუ როდენში კონუნგის ფოგტი იყო. ამ ქვას ჰოკონ წითურს უკავშირებენ, რომელიც 1070-იან წლებში მართავდა. ქვა იმითაცაა საინტერესო, რომ სიტყვა კონუნგი აწერია ზედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]