ჰოვანეს ლაზარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰოვანეს ლაზარიანი (დ. 1735 — გ. 1801) — ლაზარევების (ლაზარიანთა) აზნაურული ოჯახის თვალსაჩინო წარმომადგენელი, სახელმწიფო მოღვაწე. ახლოს იყო რუსეთის სამეფო კართან და დიდი როლი ითამაშა სომხეთის რუსეთთან დაახლოების საქმეში. იგი სათავეში ედგა სომხეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრს და სხვა სომხეთის ორგანიზაციების მსგავსად ეროვნული სახელმწიფოს აღდგენას ქართველ-სომეხთა კავშირის იდეასთან ერთად განიხილავდა. ამ მიზნით მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა თეიმურაზ II-თან, შემდეგ კი — ერეკლე II-თან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაისურაძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 103, თბ., 1983