ჰირკანის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰირკანის ეროვნული პარკი

Hirkan Milli Parkı

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ჰირკანის ეროვნული პარკი
მდებარეობა ლენქორანისა და ასტარის რაიონები
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 38°37′50″ ჩ. გ. 48°42′42″ ა. გ. / 38.63056° ჩ. გ. 48.71167° ა. გ. / 38.63056; 48.71167
ფართობი 427.97 კმ²
დაარსდა 9 თებერვალი, 2004
მმართველი ორგანო ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

ჰირკანის ეროვნული პარკი (აზერ. Hirkan Milli Parkı) — ეროვნული პარკი აზერბაიჯანში. მდებარეობს ლენქორანისა და ასტარის რაიონებში. შეიქმნა 2004 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2004 წლის 9 თებერვლის განკარგულებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლენკორანისა და ასტარის რაიონების ტერიტორიაზე. პარკის ფართობი შეადგენს 40 358 ჰექტარს. პარკის ძირითადი ნაწილი დაფარულია ტყეებით.[1] გირკანის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია

შექმნის მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰირკანის ეროვნული პარკი

პარკის შექმნის მთავარი მიზანი იყო ნოტიო სუბტროპიკების ლანდშაფტების, ასევე რელიქტური და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობის, ბუნების კომპლექსური დაცვა და გაფრთხილება, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის წითელ წიგნშია შეტანილი. მიმდინარეობს მთელი ამ გარემოს მონიტორინგის ჩატარება, საზოგადოების ინფორმირება, ამავდროულად ტურიზმისა და დაცვისათვის საჭირო პირობების კვლევა და შექმნა.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გავრცელებული 435 სახეობის ხეებისა და ბუჩქებისაგან, 150 სახეობა გირკანის ტყეებში სუფევს, რაც მთელი წარმოდგენილი ფლორის 1/3-ზე მეტია, მათ შორის აზერბაიჯანის «წითელ წიგნში» შეტანილი გირკანის სამშიტი, ლენქორანული ხერკინა, წაბლისფოთლა მუხა, ლეღვი, გირკანის მსხალი, აბრეშუმა აკაცია, ჩვეულებრივი ხურმა, მურყანი და სხვები. გირკანის ტყეების იუნესკოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად გადაცემულ იქნა დოკუმენტები იუნესკოს სამდივნოში.

პარკის ფლორა მოიცავს 1900 სახეობას, მათ შორის 162 ენდემურს, 95 იშვიათს, 38 გადაშენების პირას მდგარს.[2] ეროვნულ პარკში ყოველ 1000 ჰექტარზე 32 სახეობის მცენარე მოდის.

ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეების გარდა, პარკში ასევე არსებობს სხვადასხვა სახეობის ლიანები და ხვიარა მცენარეები, ყურძნის ჯიშები, მრავალი ტიპის კენკროვანი ბუჩქები და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan Respublikası Ekologiya və Təbii Sərvətlər Nazirliyi. Hirkan National Park. eco.gov.az. ციტირების თარიღი: 2018-09-12.
  2. E. F. Yusifov və V. C. Hacıyev. Hirkan Biosfer Rezervatı.