ჰიპოკრატეს სკამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიპოკრატეს სკამი გალენის II საუკუნის ბიზანტიური გამოცემიდან

ჰიპოკრატეს სკამი ან „სკამნუმი“ — ჰიპოკრატეს მიერ გამოგონილი მოწყობილობა, რომელიც დაჭიმვა-შეკუმშვის მეთოდს გამოყენებით ძვლების გასწორებას ეხმარებოდა. წარმოადგენს თანამედროვა ორთოპედიული მაგიდების პირველსახეს[1].

წარმოადგენდა სპეციალურ დასაწოლს, რომელზე ავადმყოფის დაწოლის შემდეგ, მის დაზიანებულ სხეულის კიდურებს ჯალამბრებით ამაგრებდნენ, რის შემდეგაც ხორციელდებოდა ტრაქცია (გაჭიმვა). ჰიპოკრატეს სკამის მეშვეობით ანტიკური სამყაროს ექიმები მოტეხილობების და ნაღრძობების რეპოზიციას ასრულებდნენ.

ჰიპოკრატეს სკამი არამხოლოდ ორთოპედიული მაგიდების, არამედ საწამებელი მოწყობილობების პირველსახეც გახდა, ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა იყო საწამებელი ძელი, რომელზეც მსხვერპლს სახსრების დაწყვეტამდე წელავდნენ.

ბოლო დროს, ასეთი არაქირურგიული პროცედურა ცნობილია, როგორც „ხერხემლის ღერძის დეკომპრესია“ (Vertebral Axial Decompression). ის განვითარებილ იქნა კონკრეტული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც წელის ტკივილი აწუხებთ. პაციენტები, რომელნიც ხერხემლის ღერძის დეკომპრესიას ექვემდებარებიან აღიჭურვებიან მენჯის უსაფრთხოების სპეციალური ღვედით და ამის შემდეგ თავსდებიან ხერხემლის ღერძის დეკომპრესიის მაგიდაზე. ამის შემდეგ, ხერხემლის ღერძის გასწვრივ, მოწყობილობა იწყებს კოტროლირებად გაჭიმვას, მაშინ როდესაც უსაფრთხოების ღვედი ხელს უწყობს ხერხემლის ხერძის წელის ნაწილის დეკომპრესაციის პროცესს. დეკომპრესაციის პროცესი კონტროლირდება კომპიუტერული პროგრამის მიერ, სპეციალური თექნიკოსის მეთვალყურეობით. ხერხემლის ღერძის დეკომპრესის პროცესი მიჩნეულია, როგორც სასარგებლო იშიასის შემთხვევების განსახილველად, დისკოების დეგენერატიული დაავადებების დროს და დისკოების გამობურცვისას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]