ჰიპარიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიპარიონი
Hipparion4.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ლათინური სახელი
Hipparion

ჰიპარიონი (ლათ. Hipparion) — ამომწყდარი სამთითა ცხენის გვარი. ტანად პატარა ცხენის ტოლია (1,5 მ მინდაოში). დამახასიათებელია საკმაოდ მაღალგვირგვინიანი ძირითადი კბილები, რომლებსაც ძლიერ დანაოჭებული მინანქარი აქვს და ხშირად მეტად განვითარებული თვალბუდის წინა ფოსო. ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკისა და ევრაზიის გვიანდელ მიოცენსა და პლიოცენში. ჰიპარიონის ნაშთები გვხვდება აღმოსავლეთ სქართველოს (ელდარი, უდაბნო, იაღლუჯა, ქვაბები) მესამეულ ნალექებში. მის ამოწყდომას უკავშირებენ თანამედროვე ცხენის (Eguus-ის გვარი) სწრაფ გავრცელებას გვიანდელ პლიოცენში. ბინადრობდა ნახევრად სტეპურ გარემოში, ნათელ ტყეში.

ლიტერატურა[რედაქტირება]