ჰინუხური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰინუხური ენა (ჰინუზას მეც) განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფის დიდოურ წრეს. იგი შეიძლება განხილულ იქნეს ასევე, როგორც დიდოური ენის დიალექტი.

ჰინუხურ ენაზე ლაპარაკობენ რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის წუნტის რ-ნის ერთ აულში — ჰინუხში (ჰინუხურად: ჰინუჴო). მოლაპარაკეთა რიცხვი 500 კაცამდე აღწევს. ჰინუხელები (ჰინუზიბე) სამწერლობო ენის სტატუსით იყენებენ ხუნძურ და ქართულ ენებს.