ჰიდენზეე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულის თანამგზავრული ფოტო

ჰიდენზეე (გერმ. Hiddensee) — მანქანებისგან თავისუფალი, გერმანიის კუთვნილი კუნძული ბალტიის ზღვაში, კუნძულ რიუგენის დასავლეთით. მიეკუთვნება მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეს.

კუნძულის სიგრძე 16,8 კმ-ია, სიგანე მერყეობს 250 მეტრიდან 3,7 კმ-მდე, მთლიანი ფართობი კი 19,02 კმ²-ია.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისას, მისი მოსახლეობისთვის ჰიდენზეე პოპულარული ტურისტული დესტინაცია იყო, თუმცა ბუნებრივი სილამაზის წყალობით, იგი დღემდე განაგრძობს ტურისტების მიზიდვას. კუნძულზე ფუქნციონირებს გრაიფსვალდის უნივერსიტეტის ორნითოლოგიის სადგური. აქვე დაკრძალულნი არიან გერჰარტ ჰაუპტმანი და ვალტერ ფელსენშტაინი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]