ჰეშირების ფუნქცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეშირების ფუნქციას უწოდებენ ისეთ ფუნქციას, სადაც ინფორმაცია შეესაბამება რაღაც მონაცემს. როგორ ფუნქციონირება ის, შესასვლელზე ვაძლევთ რაღაც მონაცემს და ჰეშირების ფუნქციას ის გამოაქვს დაშიფრული სახით. ჰეშირების ფუნქცია უმთავრესად გამოიყენება ინფორმატიკაში და კრიპტოგრაფიაში.

ტერმინოლოგია[რედაქტირება]

ჰეშირების ფუნქციის შედეგს შეიძლება ეწოდოს სახელი, თავის კონტექსტიდან გამომდინარე გზავნილის რეზუმე, კრიპტოგრაფიის კვალი და ა.შ. მაგრამ უმთავრესად ვიყენებთ კრიპტოგრაფიული ჰეშირების ფუნქციის სახელწოდებით. უწინ იგი ცნობილი იყო ასევე "ხელმოწერის " სახელწოდებით, მაგრამ ეს ტერმინოლოგია დღესდღეობით ნაკლებად გამოყენებადია

გამოყენება[რედაქტირება]

ჰეშირების ფუნქცია ემსახურება იმას რომ უფრო ჩქარა მოხდეს მონაცემის იდენტიფიცირება: კვალის დათვლა არ უნდა ითხოვდეს ბევრ დროს. ქეშირების ფუნქციამ თავიდან უნდა აიცილოს შეცდომების "collision"(ორი ერთნაირი კვალი განსხვავებული მონაცემებისათვის)ჰეშირების ცხრილის ან ავტომატიზირებული დათვლის დროს "collision"ი ხელს უშლის მონაცემების ერთმანეთისგან გარჩევას, ან ანელებს ამ პროცესს.

კრიპტოგრაფიაში კვალი გაცილებით გრძელია ვიდრე საწყისი მონაცემი(პაროლი შეიძლება იყოს 8 სიმპოლოიანი, მაგრამ მისი კვალი აღემატებოდეს 100 სიმბოლოს) ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ის არის რომ დავიცვათ კველი პირდაპირი შეტევისგან "attaque par force brute", კვალის დათვლის დრო გადადის მეორე პლანზე.

როდესაც ჩვენ გვინდა შევინახოთ კვალი უფრო პატარა ზომით ვიდრე არის დასამუშავებელი მონაცემი ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ ჰეშირების ერთსახოვანი ფუნქცია , რომელსაც გადავცემთ კვალს ნორმალური ზომით, ამასთან რომ მოხდეს "colision"ის შემცირება. მაგალითად შესაძლებელია შეუსაბამოთ 16,32, ან 64 ბიტიანი გასაღები, დოკუმენტს მრავალმილიონიანი ფაილების ბიბლიოთეკიდან . თუ ორ ფაილს აქვს განსხვავებული კვალი , ისინი არიან ნამდვილად განსხვავებულნი , მაგრამ თუ მათი კვალი არის იდენტური , მათი იდენტურობა ბოლომდე ვერ მტკიცდება. მაგრამ შედარება ბიტ-ბიტით არ იქნება საჭირო, ერთნაირკვალიანი ფაილებისგან განსხვავებით .