ჰესიონე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერაკლე კლავს ურჩხულს და არჩენს ჰესიონეს

ჰესიონე (ბერძნ. Ησιόνη) — ტროას მეფის — ლაომედონტის ქალიშვილი. ლაომედონტთან მსახურობდნენ პოსეიდონი და აპოლონი. ამათ ააშენეს ტროის კედლები. ძუნწმა მეფემ ღმერთებს შეპირებული გასამრჯელო არ მისცა და გაჯავრებულა პოსეიდონმა მას სამაგიერო გადაუხადა, მის ქვეყანაში გაგზავნა ურჩხული, რომელმაც მუსრი გაავლო ამ მხარეს. ქვეყანა რომ ამ საშინელებისაგან განთავისუფლებულიყო, როგორც სამისნომ იწინასწარმეტყველა, საჭირო იყო მსხვერპლად შეეწირათ მეფის ასული ჰესიონე. ჰერაკლემ მოკლ ურჩხული და გადაარჩინა ქალიშვილი. მეფემ არც ჰერაკლეს სცა პატივი, ამიტომ გმირმა აიღო ტროა, მეფე ლაომედონტი მოკლა დამისი ყველა შთამომავალი (პრიამოსსა და ჰესიონეს გარადა) დახოცა. ჰერაკლემ ჰესიონე მიათხოვა ტელამონს [1]


სქოლიო[რედაქტირება]

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 328 - თბილისი, „განათლება“, 1972.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: