ჰერმონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ჰერმონი |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| სიმაღლე | 2814 მ | |
ჰერმონი (ივრ. הר חרמון, არაბ. جبل الشيخ ) — ყველაზე მაღალი მთა ანტილიბანის მთათა ჯაჭვში. მისი სიმაღლეა 2814 მ. ჰერმონი მდებარეობს სირიისა და ლიბანის საზღვარზე, სირიის მიერ კონტროლირებად მხარეს. მისი სამხრეთი კალთები თანდათანობით დადაბლების კვალობაზე გადადიან ისრაელის კონტროლქვეშ მყოფ გოლანის მაღლობებში. ჰერმონის მთიანი მასივის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 60 კმ-ს. ისრაელს ეკუთვნის მთიანი მასივის დაახლოებით 7%. აქ მდებარეობს ისრაელის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან — 2236 მ.