ჰერაკლეს სვეტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჰერაკლეს სვეტები – გიბრალტარის სრუტე
ჰერაკლეს სვეტები — ორი ერთმანეთის მოპირდაპირე კლდე ახლანდელი გიბრალტარის ორსავე მხარეს. ბერძნებს ისინი მიაჩნდათ დასავლეთით უკიდურეს მიჯნად, რომლის იქითაც მდინარე-ოკეანე მიედინებოდა. მათი რწმენით ჰერაკლემ, რომელიც გერიონის ხარების მოსატაცებლად მიდიოდა, აფრიკის უდაბნოები გაიარა და უკიდურეს დასავლეთ საზღვარს მიაღწია. იქ ვიწრო სრუტის ორსავე მხარეს თავისი მეათე გმირობის უკვდავსაყოფად ქვის ორი უზარმაზარი სვეტი აღმართა (ორი კლდე).
ლიტერატურა[რედაქტირება]
- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 599, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
სტატიის