ჰემოლიზინები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰემოლიზინები — ნივთიერებები, რომლებიც შლიან ერითროციტებს (ლიზისი). ჰემოლიზინები შეიძლება იყოს მცენარეული (საპონინები, რიცინი) ან ცხოველური (გველის, მორიელის, ფუტკრის შხამი) წარმოშობისა. ჰემოლიზინებს განეკუთვნება აგრეთვე ზოგიერთი მიკროორგანიზმის (სტრეპტოკოკი, თივის ჩხირი) მიერ გამოყოფილი ნივთიერებები. ერთი სახეობის ცხოვრელის სისხლის შრატი შეიცავს ჰემოლიზინებს, რომლებიც შლიან სხვა სახეობის ცხოველის ერითროციტებს. ერთი სახეობის ცხოველის ერითროციტებით სხვა სახეობის ცხოველის იმუნიზაციის შედეგად ჰემოლიზინების რაოდენობა მკვეთრად მატულობს.

ლიტერატურა[რედაქტირება]