ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალვარ აალტოს პროექტის უნივერსიტეტის აუდიტორიუმის შენობა

ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (TKK) (ფინ.: Teknillinen korkeakoulu; შვედ;: Tekniska högskolan) — წამყვანი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ფინეთში; მდებარეობს ოტანიემიში, ესპოო, ჰელსინკის აგლომერაციის რეგიონში.

დაწესებულება დაარსდა 1849 წელს, ხოლო უნივერსიტეტის სტატუსი 1908 წელს მიიღო. ამჟამინდელ კამპუსზე ჰელსინკიდან 1966 წელს გადაინაცვლა. უნივერსიტეტის 246 პროფესორი და დაახლოებით 15000 სტუდენტი ჰყავს 12 ფაკულტეტზე და 19 საკანდიდატო პროგრამაში. ფინეთის კანონის მიხედვით ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ მაგისტრის ან უფრო მაღალ ხარისხს იძლევა.

2010 წელს შეერწყა ეკონომიკის უმაღლეს სკოლასა და ჰელსინკის ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის ინსტიტუტს და გადაკეთდა აალტოს უნივერსიტეტად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]