ჰელმუტ ლენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელმუტ ლენტი
Helmut Lent
ეროვნება გერმანელი
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1918
დაბადების ადგილი პირენე, გოჟუვ-ვიელკოპოლსკისთან ახლოს
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი, 1944 (26 წლის)
გარდაცვალების ადგილი პადერბორნი
კუთვნილება მესამე რაიხი
ჯარის სახეობა Luftwaffe
სამხედრო სამსახურის წლები 1936-1944
წოდება ობერსტი (სიკვდილის შემდეგ)
ნაწილი ლუფტვაფე
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები რკინის ჯვრის ორდენის რაინდის ჯვარი

ჰელმუტ ლენტი (გერმ. Helmut Lent; დ. 13 ივნისი, 1918, პირენე, ბრანდენბურგი, გერმანიის იმპერია — გ. 9 ოქტომბერი, 1944, მესამე რაიხი) – გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გერმანული ლუფტვაფეს ერთ-ერთი ცნობილი მფრინავი-ასი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელმუტ ლენტმა საშუალო განათლება გიმნაზიაში მიიღო და და 1937 წელს „ლუფტვაფეს“ რიგებში ჩაეწერა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი ლეიტენანტის ჩინით ერთ-ერთ გერმანულ გამანადგურებელ შვადრონში იქნა გადაყვანილი. თავისი პირველი საჰაერო გამარჯვება მან ომის დაწყების მეორე დღესვე 2 სექტემბერს იზეიმა. იგი ამ დროს ჯერ კიდევ დღის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას.

მცირე ხნის შემდეგ ლენტი მოხალისედ ჩაეწერა ღამის მფრინავ-გამანადგურებელთა რიგებში და თავის პირველსავე ღამის შეტაკებაში (1941 წლის მაისი) მტრის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდო. 1941 წლის 30 აგვისტოს 20 საჰაერო გამარჯვების შემდეგ ჰელმუტ ლენტი „რკინის ჯვრის რაინდის ჯვრის“ ორდენით დაჯილდოვდა. 1942 წლის 6 ივლისს მტრის 36 ჩამოგდებული თვითმფრინავის შემდეგ მან „რაინდის ჯვარზე“ „მუხის ფოთოლი“ მიიღო და მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა. 1943 წლის 3 აგვისტოს იგი დაჯილდოვდა „ხმლებით“ ორდენზე „რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით“.

1944 წლის 31 ივლისს მას «ლუფტვაფეს» პილოტებიდან პირველს მიენიჭა „ბრილიანტები“ „რაინდის ჯვარზე“[1][2]. წინა დღით ჰელმუტ ლენტმა თავისი მე-100 საჰაერო გამარჯვება იზეიმა. ჰელმუტ ლენტი 1944 წლის 5 ოქტომბერს ავარიაში მოჰყვა. დაჯდომამდე მცირე ხნით ადრე მის თვითმფრინავს ძრავა გაუფუჭდა და იგი 50 მ სიმაღლიდან მიწას დაასკდა. თვითმფრინავის მთელი ეკიპაჟი ადგილზევე გარდაიცვალა, ცოცოხალი მხოლოდ ლენტი იყო. იგი სასწრაფოდ სამხედრო ლაზარეთში გადაიყვანეს, სადაც 4 დღის შემდეგ ავარიის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, ხოლო 1964 წელს ბუნდესვერის ბაზას ქალაქ როტენბურგში მისი სახელი მიენიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fraschka 1994, pp. 185–189.
  2. Williamson 2006, pp. 31–41.