ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი (ლათ. Heliotropium; ძველბერძ. ἥλιος, hēlios — მზე და τρὀπειν, tropein — ბრუნვა) — მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. ბუჩქები, ნახევრად ბუჩქები და ბალახებია. ხვეულა ყვავილედში თავმოყრილი წვრილი თეთრი ან იისფერი ყვავილები აქვთ. 220-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. ყოფილ სსრკ-ში ჰელიოტროპის 22 სახეობა იზრდება, საქართველოში — მხოლოდ 3. გვხვდება მთის შუა სარტყლამდე მშრალ ქვიშნარ და ქვიან ადგილებზე. ხშირად როგორც სარეველა გზის პირას, ნათესში, ბაღსა და ბოსტანში. ზოგიერთი სახეობა (H. europaeum და სხვ.) შეიცავს შხამიან ალკალოიდ ცინოგლოსინს. კულტურაში განსაკუთრებით ცნობილია ჰელიოტროპის სურნელოვანი და დეკორატიული ჯიშები, რომლებიც წარმოშობილნი არიან პერუში ველურად მზარდი სახეობებისაგან (H. peruvianum H. და corymbosum)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 616, თბ., 1987 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- A Heliotrope at Gardener's Path
- Picture of Heliotropium chenopodiaceum at Chileflora