ჰელიოსკოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი ჰელიოსკოპი

ჰელიოსკოპი (ძვ. ბერძნ. ἥλιος — მზე, σκοπέω — ვუყურებ) — ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ მზეზე ვიზუალური დაკვირვებისათვის. ტელესკოპის ნაირსახეობა. მზის დისკოს სიკაშკაშის შესამცირებლად ჰელიოსკოპს აქვს შუქფილტრები, სპეცობიექტივები და ოკულარები. ამჟამად ჰელიოსკოპს დამხმარე მნიშვნელობა აქვს, რადგან მზეს უმთავრესად ფოტოგრაფიული მეთოდებით იკვლევენ.

პირველი ჰელიოსკოპი შექმნა ქრისტოფერ შაინერმა (1575 –1650) მზის ლაქებზე დასაკვირვებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]