ჰელესა (კინორომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰელესა
ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა...
ავტორი

მიხო მოსულიშვილი

გარეკანის მხატვარი

ნიკო ფიროსმანი

ქვეყანა

საქართველო

ენა

ქართული

თემა

ლაზების ცხოვრება

ჟანრი

რომანი

გამომცემელი

„უსტარი“

გამოცემის თარიღი

2012

ქართულად გამოიცა

2012, 21 მაისი

გვერდი

296

წინამორბედი

„მადლის ქვა“ (ცხრა მოთხრობა), 2011

ISBN

978-9941-9261-1-2

ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა... (ლაზური საზღვაო კინორომანი, წარმოდგენილი ფელუკა „კირბიშის“ ბოლო მოგზაურობის ქრონიკებად, ანდა, თუ გნებავთ, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშის გაცოცხლებულ ნახატებად) — ქართველი მწერლის, მიხო მოსულიშვილის კინორომანი ლაზების ცხოვრებაზე.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება]

მეი კირბიშის სიყვარულის გამოყენებით იაშარ ბადიში ცდილობს გაიგოს კირბიშების გვარის საიდუმლო წამლის დამზადების წესი, რომ ეს რეცეპტი მდიდარ უცხოელებს, ჰელენ მეიერს და ალფრედ ანთოპულოსს მიჰყიდოს.

კინორომანის იდეა[რედაქტირება]

საქართველოში სამკურნალო მცენარეებისა და მათი გამოყენების შესახებ, ანტიკური ხანის სხვა ავტორებთან ერთად, აპოლონიოს როდოსელიც წერდა თავის „არგონავტიკაში“. ისიც ცნობილია, რომ კოლხეთის დაბლობზე გაშენებული ყოფილა „ჰეკატეს ბაღი“ (ძვ.წ. 650 წ.), რომელშიც ორმოცზე მეტი სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. თავად სიტყვა „მედიცინა“ მომდინარეობს მეფე აიეტის ქალიშვილის, მკურნალი მედეას სახელიდან...

უძველესი ქართული ხალხური მედიცინის წიაღში მკურნალთა არაერთი საგვარეულო შტო იშვა, რომლებაც შექმნეს თავიანთი წამლები. ამის მაგალითია: „თურმანიძის მალამო“; ასკურავების მოტეხილობის მკურნალობა უთაბაშიროდ, მსუბუქი გადახვევითა და მალამოთი; ბერულავების მოტეხილობის საგვარეულო მალამო; ნაჭყებიების წამალი...

რომანის ჯილდო[რედაქტირება]

  • 27 აგვისტო, 2012 — ვერცხლის პრიზი[1] გამომცემლობა "უსტარს"[2] კინორომანისათვის “ჰელესა” (სინოპსისით) ეფექტიანი მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The Summit Marketing Effectiveness Award[3]) ნომინაციაში: “მცირე ბიუჯეტი”

რომანის გამოცემები[რედაქტირება]

  • 2012 წ. — გამომცემლობა „უსტარი“[4]
  • 2013 წ. — ელექტრონული გამომცემლობა „ლითერასი“[5]
  • 2013 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]