ჰელა (პაპუა-ახალი გვინეა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ჰელა
ინგლ. Hela Province
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Tari
კოორდინატები 6°00′00″ ს. გ. 142°50′00″ ა. გ. / 6.00000° ს. გ. 142.83333° ა. გ. / -6.00000; 142.83333
დაარსდა 2012
ფართობი 10 498 კმ²
მოსახლეობა 249 449 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 23,76 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]

ჰელა (ინგლ. Hela Province) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ფართობი შეადგენს 10 500 კმ²-ს[1]. მდებარეობს კუნძულ ახალ გვინეაზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ადმინისტრაციულად ეკუთვნის ჰაილენდსის რეგიონს. ჩრდილოეთით ესაზღვრება აღმოსავლეთი სეპიკის პროვინციას, აღმოსავლეთით — ენგას პროვინციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით — საუთერნ-ჰაილენდსის პროვინციას, დასავლეთით — დასავლეთის პროვინციას (ფლაი) და სანდაუნის (დასავლეთი სეპიკი) პროვინციებს.

ყველაზე დიდი მდინარეებია:

  • სტრიკლენდი (620 კმ), რომლის ზედა დინება მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში;
  • კიკორი (405 კმ), რომელიც მოედინება პროვინციის სამხრეთით, თავიდან დასავლეთ, ხოლო შემდეგ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით.

პროვინციის ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალია მთა კარომა (3623 მეტრი)[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ივლისში გამოიცა კანონი 2012 წელს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჰელას პროვინცია უნდა შექმნილიყო საუთერნ-ჰაილენდსის პროვინციიდან ტარი-პორის, კომო-მაგარიმას და კორობა-კოპიაგოს რაიონების გამოყოფის გზით[3]. ოფიციალურად პროვინცია შეიქმნა 2012 წლის 17 მაისს[4].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ტერიტორია იყოფა სამ რაიონად: ტარი-პორი, კომო-მაგარიმა და კორობა-კოპიაგო. თავის მხრივ თითოეული რაიონი შედგება ადგილობრივი მმართველობის რამდენიმე ერთეულისაგან (LLG)[5][6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Southern Highlands Province. The National Research Institute (March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-22. ციტირების თარიღი: 29-06-2012.
  2. Mount Karoma, Papua New Guinea (ინგლისური)
  3. «PNG to create two new provinces», Sydney Morning Herald, July 15, 2009 (ინგლისური)
  4. «PNG'S new province Hela, Jiwaka declared» დაარქივებული 2012-07-24 საიტზე Wayback Machine. , The National, 17 May 2012 (ინგლისური)
  5. პაპუა-ახალი გვინეის რაიონებიstatoids.com(ინგლისური)
  6. LLG Names List. SOUTHERN HIGHLANDS PROVINCE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2014-11-20.