ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა
ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა
მალავის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ივლისი, 1966 – 24 მაისი, 1994
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებაქილი მულუსი

მალავის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ივლისი, 1964 – 6 ივლისი, 1966
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ნიასალენდის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 დეკემბერი, 1963 – 6 ივლისი, 1964
მონარქი  ელისაბედ II
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული14 მაისი, 1898
კასუნგუ, ნიასალენდი
გარდაცვლილი25 ნოემბერი, 1997
იოჰანესბურგი, სარ
პოლიტიკური პარტიამალავის კონგრესის პარტია
პროფესიაექიმი

ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა (ინგლ. Hastings Kamuzu Banda; დ. 14 მაისი, 1898, კასუნგუ, ნიასალენდი— გ. 25 ნოემბერი, 1997, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — მალავის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მუდმივი პრეზიდენტი და დიქტატორი 1963–1994 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1898 (შესაძლოა 1906 ან 1896) წელს, მალავის ცენტრალური რეგიონის კასუნგუს რაიონში. დაამთავრა პრესვიტერიანული მისიონერული სკოლა კასუნგუში. მუშაობდა ქვანახშირის მაღაროებში. 1922 წელს გაემგზავრა აშშ-ში, სადაც დაამთავრა ინდიანისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები. მიიღო ფილოსოფიისა და ისტორიული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი. 1937 წელს სწავლობდა ნეშვილის სამედიცინო კოლეჯში (ტენესის შტატი). 1953 წლამდე გადიოდა სამედიცინო პრაქტიკას ლონდონში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეისტინგზ კამუზუ ბანდას ძეგლი ლილონგვეში.

ინგლისში ყოფნისას დაუკავშირდა მალავის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1944 წელს მიიღო აქტიური მოღვაწეობა ნიასალენდის აფრიკული კონგრესის შექმნაში და მონაწილეობდა V პანაფრიკულ კონგრესში (მანჩესტერი, 1945 წელი). 1948–1953 წლებში აქტიურად იბრძოდა როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაციის შექმნის წინააღმდეგ. 1953 წელს ფედერაციის შექმნის შემდეგ მიატოვა ინგლისი და ჩავიდა კუმასიში (თანამედროვე განა), სადაც გააგრძელა სამედიცინო პრაქტიკა. 1958 წელს დაბრუნდა სამშობლოში და აირჩიეს აფრიკის ეროვნული კონგრესის პარტიის თავმჯდომარედ. 1959 წლის მარტში ნიასალენდში მომხდარი ბუნტის შემდეგ ბანდა და კონგრესის სხვა წევრები დააპატიმრეს, ხოლო კონგრესის მუშაობა აიკრძალა.

1960 წელს ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა ციხიდან გაათავისუფლეს და შეუდგა აქტიურ მუშაობას კონგრესის აღდგენისათვისდა აღდგენილ პარტიას უწოდა მალავის კონგრესის პარტია. 1961 წელს პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში, ხოლო 1964 წელს მალავიმ მოიპოვა დამოუკიდებლობა.

საპრეზიდენტო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ აკრძალა ოპოზიციური პარტიების მოღვაწეობა, დაამყარა კონტროლი პრესაზე და რადიოზე. 1966 წელს გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, ხოლო 1971 წლიდან - მუდმივი პრეზიდენტი. საგარეო პოლიტიკაში ორიენტირებული იყო დასავლეთის ქვეყნებზე.

ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა ქვეყანას მართავდა 1994 წლამდე. 1994 წელს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც დამარცხდა ბაქილი მულუსისთან[1].

გარდაიცვალა 1997 წლის 25 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში.

მისი პატივისცემის ნიშნად მალავის ყველაზე დიდ სტადიონს ეწოდა მის სახელი - კამუზუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]