ჰეილი ჯოელ ოსმენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰეილი ჯოელ ოსმენტი
Haley Joel Osment
Haley Joel Osment.jpg
ჰეილი ჯოელ ოსმენტი 2001 წელს
დაბ. სახელი ჰეილი ჯოელ ოსმენტი
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, აშშ
დაბ. თარიღი 10 აპრილი 1988
საქმიანობა მსახიობი
წლები 1992–დღემდე
ვებ-გვერდი ოფიციალური საიტი

ჰეილი ჯოელ ოსმენტი (ინგლ. Haley Joel Osment; დ. 10 აპრილი 1988, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. ამერიკელი მომღერლის ემილი ოსმენტი უფროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჰეილი ჯოელ ოსმენტი დაიბადა აშშ-ში 1988 წლის 10 აპრილს[1]. დედამისი ტერეზა ოსმენტი მასწავლებელი იყო, ხოლო მამამისი მაიკლ ოსმენტი კინოსა და თეატრის მსახიობი[2].

ჰეილი ჯოელ ოსმენტი პატარა ასაკში იყო, როდესაც ერთ-ერთი რეკლამის „სახე“ გახდა. რეკლამამ შემდგომ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მოგვიანებით მიიწვიეს ფილმში სათამაშოდ. პირველად იგი შენიშნა ცნობილმა რეჟისორმა რობერტ ზემეკისმა, რომელმაც მიიწვია სათამაშოდ ფილმში „ფორესტ გამპი“, სადაც ოსმენტმა ფორესტ გამპ უმცროსის სახე განასახიერა. ამ ფილმის შემდეგ იგი ხდება მეტად მომთხოვნი მსახიობი.

ერთ-ერთი მისი მნიშვნელოვანი როლია ფილმში „მეექვსე გრძნობა“, რომელიც გამოვიდა 1999 წელს და მის რეჟისორად გვევლინება ნაით შიამალანი. ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭუნას ისტორიას, რომელსაც გარდაცვლილთა სულები ეჩვენება. „მეექვსე გრძნობა“ ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის. შემდეგ იყო არანაკლებ ცნობილი ფილმი „გადაუხადე სხვას“, სადაც მასთან ერთად ითამაშეს კევინ სპეისიმ და ჰელენ ჰანტმა. მიიღო მონაწილეობა ასევე კინოფილმებში „ხელოვნური ინტელექტი“, „მეორადი ლომები“ და სხვ. არაერთხელ ითამაშა ტელესერიალში. ჰეილი ჯოელ ოსმენტი გარკვეული ხანი ალკოჰოლიზმით დაავადებულთა რიცხს მიეკუთვნებოდა[3][4]. ჰყავს უმცროსი და — ემილი ოსმენტი, რომელიც მსახიობი და მომღერალია.

ამპლუა: ფანტასტიკა, დრამა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1994 ფორესტ გამპი Forrest Gump
1996 ბოგუსი Bogus
1999 მე დავიმახსოვრებ აპრილს I’ll Remember Apri
1999 მეექვსე გრძნობა Sixth Sense
2000 გადაუხადე სხვას Pay It Forward
2000 სიკვდილის სახე Edges of The Lord
2001 ხელოვნური ინტელექტი A.I.
2003 მეორადი ლომები Secondhand Lions
2007 გიგანტების სახლი Home of the Giants
2008 ჭეშმარიტება და ღალატი Truth & Treason
2009 მონტანა ამაზონი Montana Amazon

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Haley Joel Osment Biography (1978-). filmreference.com. წაკითხვის თარიღი: 2008-10-01.
  2. Navarro, Mireya. “When Childhood Is a Tough Role“, New York Times, 2007-09-23. წაკითხვის თარიღი: 2008-10-03. 
  3. DeseretNews.com. Osment pleads no contest to misdemeanor charges. წაკითხვის თარიღი: October 20, 2006.
  4. No Contest for Haley Joel from E! News