ჰაუბიცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
16-დიუმიანი ჰაუბიცა, აშშ, 1942 წელი.
15-დიუმიანი ჰაუბიცა, 1917 წელი

ჰაუბიცა (გერმ. Haubitze, მისი პირველადი დანიშნულება - ქვის სროლა) — საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცები შედიან საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მათი კალიბრი 100 მილიმეტრი და მეტია, შედარებით მოკლე ლულა(15-30 კალიბრი), ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში(კალიბრიდან გამომდინარე), სროლის მანძილი 17 კმ. უმეტესი თანამედროვე ჰაუბიცები თვითმავალნი არიან, ხოლო მოძველებულ მოდელებს გააჩნიათ მექანიკური ბუქსირი.

თანამედროვე ჰაუბიცების ლულის სიგრძე არის 50 და უფრო მეტი კალიბრის, სროლის სიჩქარე 10-12 გასროლა წუთში, სროლის მანძილი 50 და მეტი კმ.

ისტორია[რედაქტირება]

ევროპაში პირველი ჰაუბიცა გამოჩნდა XIV საუკუნეში(იტალია, გერმანია) და მისი დანიშნულება იყო ქვის ბირთვის სროლა. ჰაუბიცა თანამედრო არმიის, დღემდე საარტილერიო იარაღის ძირითადი ტიპია.

რეკორდსმენები[რედაქტირება]

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰაუბიცა, მოსკოვის მეფე-ზარბაზანი შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში. ამ იარაღის სიგრძე 5,34 მეტრია, ლულის გარე დიამეტრი - 1200 მმ, სანიმუშო საპირე სარტყელის დიამეტრი - 1340 მმ, კალიბრი - 900 მმ, მასა - 39312 კგ. ასევე არსებობს ამ იარაღის კოპია, რომელიც მდებარეობს უკრაინის ქალაქში დონეცკში.