ჯეიმზ ჰატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰატონი, ჯეიმზ)
ჯეიმზ ჰატონი
ინგლ. James Hutton
დაბ. თარიღი 3 ივნისი, 1726(1726-06-03)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ედინბურგი, დიდი ბრიტანეთის სამეფო
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1797(1797-03-26)[5] [1] [6] [2] [3] [4] (70 წლის)
გარდ. ადგილი ედინბურგი, დიდი ბრიტანეთის სამეფო
დასაფლავებულია გრეიფრაიერსის სასაფლაო
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა გეოლოგი, მეტეოროლოგი, ფერმერი, industrialist და ექიმი[7]
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი[8] , პარიზის უნივერსიტეტი, ლეიდენის უნივერსიტეტი[8] და სამეფო უმაღლესი სკოლა
ნათესავ(ებ)ი John Hutton Balfour და Isaac Bayley Balfour
გავლენა მოახდინეს

ჯეიმზ ჰატონი (ინგლ. James Hutton; დ. 3 ივნისი, 1726, ედინბურგი — გ. 26 მარტი, 1797, იქვე) — შოტლანდიელი ბუნებისმეტყველი, ეკოლოგი, გეოლოგი. ჰატონმა საფუძველი ჩაუყარა პლუტონიზმს — მოძღვრებას, რომლის თანახმად დედამიწის გეოლოგიის ისტორიაში წამყვანი როლი ენიჭება მის წიაღში მიმდინარე პროცესებს. დაამტკიცა გრანიტების ინტრუზიული წარმოშობა. შრომაში „დედამიწის თეორია“ (1788) ჰატონმა დედამიწის ისტორია წარმოადგინა როგორც კონტინენტების ნგრევისა და ახალთა წარმოქმნის უსასრულოდ განმეორებადი ციკლური პროცესების ერთობლიობა. მიუთითა წარსულისა და თანამედროვე გეოლოგიური პროცესების მსგავსებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]