ჰასანია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰასანია
حسانية‎
გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთი ალჟირი, ჩრდილო-დასავლეთი მალი, მავრიტანია, სამხრეთი მაროკო, დასავლეთი საჰარა.
მოლაპარაკეთა რაოდენობა 3,3 მილიონი (2004–2006)[
ოფიციალური სტატუსი მკვდარი ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია აფრაზიული ენები
სემიტური ენები
ცენტრალურ-სემიტური ენები
არაბული ენები
მაღრიბული დიალექტები
ჰასანია
დამწერლობის სისტემა არაბფხაული დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-3: mey
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ჰასანია (არაბ. حسانية‎‎) — არაბული ენების დიალექტი, რომელზეც ძირითადად საუბრობენ ბენი ჰასანის და ბედუინების ტომების წარმომადგენლები, რომელთა სამფლობელოებიც XV-XVII საუკუნეებში მოიცავდა მავრიტანიისა და დასავლეთ საჰარის თითქმის მთელ ტერიტორიას. ამ რეგიონში მან თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ბერბერო-ლიბიური ენები. ჰასანია მაღრიბული დიალექტებში იმით გამოირჩევა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინეს გეოგრაფიულად მასთან ახლო მყოფმა სხვა ენებმა — ზენაგამ და ვოლოფმა. ჰასანიასაც აქვს რამდენიმე დიალექტი, თუმცა მათი ძირითადი განსხვავება მხოლოდ ფონეტიკაშია. დღეისთვის ჰასანია სასაუბროდ გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ალჟირი, მალი, მავრიტანია, მაროკო, დასავლეთი საჰარა.[1]

მოსაუბრეთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება]

Ethnologue.com- ის მიხედვით, 2006 წელს დასავლეთ საჰარის გამოკლებით ჰასანიაზე მოსაუბრე შეადგენდა 3 123 190 ადამიანს, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდებოდნენ:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • "Hassaniya, the Arabic of Mauritania", Al-Any, Riyadh S. / In: Linguistics; vol. 52 (1969), pag. 15 / 1969
  • "Hassaniya, the Arabic of Mauritania", Al-Any, Riyadh S. / In: Studies in linguistics; vol. 19 (1968), afl. 1 (mrt), pag. 19 / 1968
  • "Hassaniya Arabic (Mali) : Poetic and Ethnographic Texts", Heath, Jeffrey; Kaye, Alan S. / In: Journal of Near Eastern studies; vol. 65 (2006), afl. 3, pag. 218 (1) / 2006
  • Hassaniya Arabic (Mali) : poetic and ethnographic texts, Heath, Jeffrey / Harrassowitz / 2003
  • Hassaniya Arabic (Mali) – English – French dictionary, Heath, Jeffrey / Harrassowitz / 2004

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Raymond G. Gordon, Jr. ed. 2005. Ethnologue: Languages of the World. 15th edition. Dallas: Summer Institute of Linguistics.
  2. Languages of Mauritania
  3. Languages of Algeria
  4. Languages of Mali
  5. Languages of Morocco
  6. Languages of Libya
  7. Languages of Niger
  8. Languages of Senegal